"მხარდაჭერა და სიმპათია დროებითია“

საქართველოში პოლიტიკური ტემპერატურა დღითიდღე მატულობს.  „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებას აანონსებს, პრეზიდენტი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა და ოპონენტებს „ოროსნებს“ უწოდებს. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გუნდი კი, ქვეყნის პირველ პირს კორექტულობისკენ მოუწოდებს და მის მიერ გაკეთებულ მიმართვებს - სახიფათოდ აფასებს.  მიხეილ სააკაშვილი აგრესიული რიტორიკით თუ რის მიღწევას ცდილობს და პოლიტიკურად გაკოტრებული უმცირესობა, მთავრობაში მოსვლას როგორ აპირებს, For.ge საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა:

გუშინ, for.ge- ინფორმაცია დადასტურდა და თქვენი რიგები - იაშა შერვაშიძემ დატოვა, რომელიც მეცხრე დეპუტატია, ვინც თქვენგან წავიდა. რატომ თხელდება თქვენი რიგები?

- დატოვების სერია ორად უნდა დავყოთ, რადგან ხუთკაციანმა ჯგუფმა (კახა ოქრიაშვილი, გოდერძი ბუკია, ენზელ მკოიანი, გოგი ლიპარტელიანი, სერგო ხაბულიანი) რომელთაც უმცირესობა პირველ პლენარულ სხდომაზე დატოვეს, გადაწყვეტილების შესახებ საქმის კურსში წინასწარ ჩაგვაყენეს. მათ თქვეს, რომ უმცირესობაში მუშაობას არ აპირებდნენ და ფრაქციას შექმნიდნენ. ამის შემდეგ, უმცირესობა წალკის მაჟოროტარმა დეპუტატმა, რევაზ შავლოხაშვილმა დატოვა, რომელიც მანამდე წალკის პოლიციის უფროსად მუშაობდა და გამგებელიც იყო.  შავლოხაშვილი არც შეგვხვედრია და მას ჩვენთვის არც ინფორმაცია მოუწოდებია. გვაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რის გამოც, ჩვენს რიგებს დეპუტატები ტოვებენ.

რა სახის  მოლაპარაკებებს გულისხმობთ?

- საფუძველი ჯერ არ მაქვს, რომ რაიმე ბოლომდე გითხრათ, მაგრამ პოლიტიკაში მნიშვნელოვანია, რომ გახსნილად ითამაშო. თუ მათ რაიმე პრობლემა ჰქონდათ, ან არ უნდა ეყარათ კენჭი, ან განმარტება უნდა გააკეთონ - თუ რატომ  მიდიან. ბოლო რამდენიმე კვირაა უმცირესობაში გოჩა ენუქიძე არ გამოჩენილა, მაგრამ მას ოპოზიციონერებთან  კულუარულად შეხვედრები ჰქონდა და გადაწყვეტილებაც მიიღო. რაც შეეხება იაშა შერვაშიძეს, რამდენიმე კვირის წინ, მას ოჯახური რაღაც პრობლემა შეემთხვა და მისი გადაწყვეტილება იმ საქმეს უკავშირდება თუ არა, ამაზე განცხადებას თავად გააკეთებს. რაც შეეხება მისაბიშვილს, ბოლქვაძესა და ჯანაშიას, მათ ვესაუბრე და მისაბიშვილმა თქვა, რომ სენაკში რთული მდგომარეობაა, ჯანაშიამ და ბოლქვაძემ უმცირესობის დატოვების შესახებ ინფორმაცია უარყვეს და მათი სიტყვის მჯერა.

ნათლად ჩანს, რომ თქვენს რიგებს ის დეპუტატები ტოვებენ, რომელთაც ბიზნეს-ინტერესები ამოძრავებთ. ეს პირები, საკუთარ ბიზნესს თქვენი ხელისუფლების პირობებშიც იცავდნენ, მაგრამ ამჟამად, „პოლიტიკურ ვაჭრობასაქვს ადგილი?

- უპრიანი იქნება, ამაზე განცხადება თავად გააკეთონ, მაგრამ არაფერი დაიმალება და სჯობს, მოვიდნენ და გულახდილად გვითხრან, რომ ეს მიჭირს და უნდა წავიდეო.

ნაციონალური მოძრაობისმიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, გზავნილი გააკეთეთ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას აპირებთ. თუმცა, ვინაიდან, ამ ეტაპზე, პოლიტიკურად გაკოტრებული ხართ, რა გაძლევთ მთავრობაში დაბრუნების ილუზიის საბაბს?

- დღეს, რეალურად არის ხელისუფლება, რომელიც ძალიან ძლიერია, მაგრამ კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, რომ საქართელოში ჯერ ხელში აგიყვანენ, წმინდანად გამოგაცხადებენ და შემდეგ დაგანარცხებენო. სწორედ ეს პროცესია, როცა ხელში აჰყვათ და მოლოდინი აქვთ. ხალხს ჩვენი საქმე დავანახეთ, მაგრამ ეტყობა, „ოცნების“ მიმართ მეტი მოლოდინი აქვთ. თუმცა, მხარდაჭერა და სიმპათია დროებითია. ამჟამად, უმრავლესობაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც 4 წლის წინ საკმაოდ ცუდ დღეში იყო, მაგრამ ამ პროცესიდან გამოვიდნენ. მართალია, ხელისუფლება  ცდილობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ წერტილი დაუსვას და მის მაგივრად, კოალიციის შიგნიდან მართული ოპოზიცია შექმნას, მაგრამ ეს არ გამოუვათ. გამოცდილება არ გვაკლია და შეცდომების გაანილიზებას ვაპირებთ.  ჩვენ ძალიან ბევრი რესურსი გვაქვს, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ. 

თავის დროზე, თქვენც ოპოზიციური ფლანგის განადგურებას ცდილობდით, რიგ შემთხვევაში, ეს გამოგდიოდათ კიდეც და რა გირკვირთ?

- ჩვენს შემთხვევაში, განადგურება არ გამოუუვათ, რადგან ეს გზა გამოვლილი გვაქვს და პოლიტიკაში გამარჯვებაც უნდა იცოდე და მარცხიც. რაც შეეხება ოპოზიციონერებს, ისინი პარლამენტში თავად არ შემოვიდნენ, თავიანთი თავი გაინადგურეს და მათ მე ვურჩიე, არ შემოხვიდეთ-თქო?

ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აცხადებდით, რომ ოპოზიციონერები ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს აკეთებენ და .. თუმცა ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა - მთავრობისუკანონო ბრძანებებსნუ დაემორჩილებითო. ქვეყნის პირველი პირისგან, არის თუ არა ეს სახიფათო განაცხადი?

- ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა წავიდეს და პრეზიდენტი კოჰაბიტაციის პროცესს ზედმიწევნით ასრულებს. მან ახალ მთავრობას ყველა უფლებამოსილება გადააბარა, რომელიც შეიძლებოდა თავად დარჩენოდა. მათ საშუალებას ვაძლევთ, რომ ქართველი ხალხის მოლოდინი გაამართლონ და ამ დროს ველოდებით.  

თქვენ კოჰაბიტაციაზე აპელირებთ დადემოკრატობანასთამაშობთ, მაგრამ  პრეზიდენტი ოპონენტების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს. კერძოდ, სიმაღლეზე აპელირებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსოროსნებსუწოდებს, პრემიერ-მინისტრს კი, „ჭორვილის ლიდერს“. ფაქტიურად, ქვეყნის პირველი პირი კომფროტანიციაზე მიდის და ბიძინა ივანიშვილს იწვევს. თქვენთვის, მსგავსი პათოსი მისაღებია?

- კოჰაბიტაციის პროცესი მიმდინარეობს და პრეზიდენტი მთავრობას საქმიანობაში  ხელს უშლის? პოლიტიკურ ბრძოლაში კი, ვინ რა მეთოდს გამოიყენებს, ეს მისი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის მიზნით  კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას არ გამორიცხავს. მიხეილ სააკაშვილი თავის აგრესიულ ტონს ხომ არ შეეწირება?

- საქართველოსთვის და დემოკრატიის განვითარებისთვის უკეთესი იქნება, რომ ეს ვადა პრეზიდენტმა იმ უფლებამოსილებაში დაასრულოს, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. აზრი მუსირებს, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს და უმცირესობიდან დეპუტატების გადასვლაც ამას უკავშირდება, მაგრამ არ ექნება დაცვის სამსახური? - პრეზიდენტი ისე ივლის. ახლა დაზვერვის შესახებ კანონიც მოამზადეს, რომლის მიხედვითაც, ეს სამსახური მთავრობის დაქვემდებარებაში გადადის და ამბობენ, რომ პრეზიდენტს პირადი არმია არ უნდა ჰყავდესო, ეს რა, აუცილებელია?

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეტალები გახადა საჯარო, რომელსაც მთავრობა პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან დაკავშირებით სთავაზობდა და რაზეც შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. კერძოდ, მთავრობამ პრეზიდენტს შესთავაზა, რომ მის დაქვემდებარებაში დარჩენილიყო დანაყოფი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის და მისი ოჯახის წევრების დაცვას უზრუნველყოფდა. შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, მაგრამ ბოლო ეტაპზე ფინანსური რესურსის გამო შეთანხმება აღარ შედგაპრეზიდენტს სურდა მისი დაცვისთვის დარჩენილიყო დაფინანსება დღეში 50 ათასი ლარის ოდენობით, მთავრობის მხრიდან კი შეთავაზება მისი დაცვისთვის, დღეში 20 ათასი ლარის ოდენობით იყო. არ ფიქრობთ, რომ საქართველოში არსებული სოციალური პრობლემების ფონზე, ეს თანხა ძალიან  ბევრია?

- არასწორი პიარია, რასაც ჩვენ არ მივყვებით. სამსახურს პიროვნებაზე ვარგებთ თუ სახელმწიფოზე? ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. იმაზე საუბრობდნენ, რომ თქვენთვის ირგებდით კანონებსო და გამოდის, რომ კანონს ისევ პრეზიდენტს ვარგებთ.  

ხშირად საუბარია, რომ პრეზიდენტი პარლამენტს აპრილში დაითხოვს და .. რიგგარეშე არჩევნებინაციონალურ მოძრაობასარ აწყობს, მაგრამ ექსპერტთა შეფასებით, პრეზიდენტის გამოსვლები მათ საარჩევნო პერიოდს ახსენებთ. რას აპირებთ აპრილში?

- „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულებრივი არჩევებისთვის მოემზადება და ჩამოვყალიბდებით - თუ როგორი სტრატეგიით წავალთ. ჩვენ არცერთი არჩევნების გამოტოვებას არ ვაპირებთ და ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური ზრდა, ბიზნესინვესტიციები, მეტი შემოსავალი და არა -  აპრილი, მაისი და ა.შ

ანუ, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს?

- სახელმწიფოს სასიკეთოდ მოაზროვნე ადამიანები ვართ და ვიცით, რომ ქვეყნის განვითარებისთვის  მნიშვნელოვანი სტაბილურობის შენარჩუნებაა.