"ლიბერალური კრიზისი"

„ერთი შეხედვით, ეს სრული იდიოტიზმის გამოვლინებაა. მეც ასე ვთვლი, მაგრამ იქვე ვაცნობიერებ, რომ მხოლოდ ზედაპირული, ემოციური შეფასებით ვერ აიხსნება ის, რასაც გაცილებით ღრმა ფესვები აქვს და რის ახსნასაც ჩაძიებული კვლევა სჭირდება.

რაც დღევანდელ შტატებში ხდება და რის გამოხატულებასაც ჩიკაგოს პრეცედენტი წარმოადგენს, ლიბერალური დემოკრატიის სერიოზულ კრიზისზე მეტყველებს. აზროვნების, ცნობიერებისა და თავისუფლების პრიმატზე დამყარებული სახელმწიფოებრივი წყობილების ეს ფორმა დიდი ხნის განმავლობაში გვიჩვენებდა საკუთარ უპირატესობას სხვა ფორმებთან შედარებით. არა მხოლოდ იმის გამო, რომ მეტი საზოგადოებრივი სიმდიდრისა და მოქალაქეთა დაცვის სოციალური მექანიზმების შექმნა მოახერხა. მისი ძლიერების უმთავრესი წყაროც და შედეგიც მაქსიმალური თავისუფლება და პასუხისმგებლობა იყო. სწორედ ამ ორ, საბაზისო ღირებულებაზე დაყრდნობით შეიქმნა ყოველივე ის, რასაც ლიბერალური დემოკრატიის ფანტასტიკურ მიღწევათა სახელით იცნობს კაცობრიობა. ეს ტანდემი საოცარი სინქრონით მოქმედებდა დღემდე, მაგრამ ფლოიდის ისტორიამ აჩვენა, რომ მეორე უნუგეშოდ ჩამორჩა პირველს. უფლება და თავისუფლება სათანადო პასუხისმგებლობისა და კანონმორჩილების გარეშე შეიძლება არა პროგრესის, არამედ ანარქიის წყაროდ იქცეს და საფრთხე შეუქმნას იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რასაც ეფუძნება ლიბერალური დემოკრატია.

თუმცა, ეს ყველაფერი როდია. მთავარი პრობლემა ის კი არაა, რომ საშუალოსტატისტიკურმა ამერიკელმა პასუხისმგებლობა და კანონმორჩილება დაკარგა, თავზე ხელი აიღო და მტვრევა-ლეწვაზე გადავიდა. ეს შედარებით იოლი და მოგვარებადი საკითხია. ბევრად უფრო სერიოზული პრობლემა ისაა, რომ კანონით გარანტირებულმა, მაქსიმალურმა თავისუფლებამ საზოგადოების მოზრდილ ნაწილს "რამსები" აურია, აფიქრებინა, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს, სამაგიეროდ, არავის აქვს უფლება, დაუშალოს მას ის, რაც თვითონ მიაჩნია მართებულად. ამგვარი მიდგომა არსებობს არა მხოლოდ საშუალო ობივატელურ წრეებში, არამედ წახალისებულია მაღალ, სახელისუფლებო დონეზე. ყოველივე ამის შედეგია ის ბაკქანალია, რის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს ყოველდღე ვხედავთ აშშ ქალაქებში.

მე მგონი, დროა, სოციოლოგიის გამორჩეული ტვინები დღესვე დასხდნენ იმის გასაანალიზებლად, რა ფაქტორების მოქმედებამ და ურთიერთქმედებამ განაპირობა ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი. ამ თვალსაზრისით, ეგებ კარგიცაა, რომ ფლოიდთან დაკავშირებულმა ისტორიამ მანამდე პუდრმიყრილი ბევრი პრობლემა გამოიტანა სააშკარაოზე. პათოლოგ-ანატომს ხომ სხეულის გაკვეთით უფრო იოლად შეუძლია დაადგინოს დაავადების გამომწვევი მიზეზებიცა და მიმდინარეობაც, ვიდრე ზედაპირული დათვალიერებით...“

 

 

 

 

trampi მიდით..... მიდით , დასცხეთ... ხარჯი ხარჯია ბარემ .........უფრო ჩქარა გავალთ დამკაში...
4 წლის უკან