„ბარიერის დაწევა აბსოლუტურად გაუმართლებელია, ვინაიდან ჯერ არ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი და თამაშის წესები“

„ბარიერის დაწევა აბსოლუტურად გაუმართლებელია, ვინაიდან ჯერ არ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი და თამაშის წესები“

საპარლამენტო არჩევნებისთვის, სულ მალე, საზოგადოებას წამყვანი პოლიტიკური სპექტრის სრული სია ექნება. შესაბამისად, უკვე მარტივი იქნება მოსალოდნელი შედეგის გამოცნობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, ექსპერტთა ნაწილი მომავალ პარლამენტში მრავალფეროვნებას ვერ პროგნოზირებს. პოლიტიკური ექსპერტი, დემურ გიორხელიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მიუხედავად წინასწარ გაკეთებული არაერთი დამაიმედებელი პროგნოზისა, ახალი პარლამენტი ისევ ორპოლუსიანი დარჩება, სადაც წამყვანი ძალა ისევ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები“ იქნებიან. გიორხელიძე სამომავლოდ ვერც ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღმავლობას ხედავს. ექსპერტი ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ ველზე წამყვანი ფიგურების შემადგენლობა სრულად უნდა შეიცვალოს.

დემურ გიორხელიძე: იქ სადაც, საპარლამენტო რესპუბლიკებია, ჩვეულებრივი ამბავია მცირე პარტიების პარლამენტში გასვლა, რომელიც სამ პროცენტიან ბარიერს გადიან, ვინაიდან ისინი გარკვეულ როლს თამაშობენ. კლასიკური გაგებით, საქართველოში არ არსებობს ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიები. ამიტომ, ყოველთვის უპირატესობა აქვს იმ ძალას, რომელიც ხელისუფლებაშია. ბუნებრივია, დღევანდელი ხელისუფლება ეცდება ყველა რესურსი გამოიყენოს იმისათვის, რომ ხმების დიდი რაოდენობა მიიღოს. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია, ვინაიდან ჯერ არ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი და თამაშის წესები. დღევანდელ სიტუაციაში ცდილობენ გარკვეულ ძალებს თავი მოუყარონ პარლამენტში, რომ როგორმე დამშვიდდნენ. პარლამენტი საკმაოდ თბილი ადგილია, რაც ვნებების დაცხრომის საშუალებას იძლევა. მე ველოდები, რომ იქნება ისევ ორი პოლუსი, რომლებიც ერთმანეთთან ისევ ითანამშრომლებს. შედეგი კი, რაც დღეს გვაქვს ის იქნება.

გამოდის, დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ?

- გამორიცხულია. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს, თუ ჩვენ გვინდა განვითარება და თუ ვინმეს უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა, მაშინ თამაშის წესი მოითხოვს, რომ ამ პოლიტიკური გუნდის ლიდერი იყოს აქტიური და არა თავისი სასახლიდან მართავდეს ქვეყანას. ის უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც დაიკავებს ქვეყნის უპირველეს კონსტიტუციურ თანამდებობას და შეეცდება შედეგები დადოს. უნდა ივანიშვილს ცივილიზებული პოლიტიკა? მაშინ ის უნდა იყოს პოლიტიკის სათავეში, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, ის უნდა იყოს პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხელისუფლებაში ხდება და არა ისე, როგორც დღეს არის.

ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ რეიტინგით ბევრს ვერაფერს დაიკვეხნის, ბოლო პერიოდის მოვლენებმა განსაკუთრებით იმოქმედა მის იმიჯზე, რაც აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგებზე. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციას ივანიშვილის პოლიტიკურად გააქტიურება უშველის მხოლოდ..

- საქმე ის არის, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი. ეს დრო, საქართველოს პირობებში ძალიან ბევრია. ასევე გასათვალისწინებელია საერთაშორისო დაძაბულობები, ეს ყველაფერი ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას. ამიტომ, თქმა იმისა, რა მოხდება ოთხი თვის შემდეგ, ძალიან ძნელია. შეიძლება, გარე ფაქტორებმა საერთოდ შეცვალოს სიტუაცია. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩამოუყალიბებელ პოლიტიკურ სივრცეში ხელისუფლება უკეთეს პირობებშია. ერთადერთი შემთხვევა იყო 2003 წელს, როდესაც ხელისუფლება პრაქტიკულად დამარცხდა, თუმცა ეს ვერ გამოიყენეს და თავიანთი სულელური შეცდომებით ვარდების რევოლუციის პრეცედენტი დაუშვეს. სამწუხაროდ, დღესაც არ არის ძლიერი პოლიტიკური სპექტრი. ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს ვითარება, თუ გარე ფაქტორებმა ხელი არ შეუშალა.

გარე ფაქტორებში რას გულისხმობთ?

- სიტუაციის დაძაბვას. იგივე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელიტა დაყოფილია და ფაქტობრივად შეურიგებელ პოზიციებზე დგანან. 1864 წლის მერე, პირველი შემთხვევაა, როდესაც სამოქალაქო ომის წინა პერიოდი იყო და ახლაც იგივე ხდება. ფაქტია, ძალიან რთული არჩევნები იქნება შეერთებულ შტატებში, ამიტომ პრობლემა იქნება ლეგიტიმაციის საკითხში. ვფიქრობ, ეს პრობლემა დაუდგება საქართველოს.

რუსული ძალების ჩართულობაზე რას იტყვით?

- ეს არის ზღაპარი. დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსული ძალების ქვეშ არის. ივანიშვილის ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ტექნოლოგია, პროპაგანდა. ეს არის ქართული პოლიტიკური კრეტინიზმის შედეგი. ჩვენ პოლიტიკა დავიყვანეთ მასხარაობამდე რაღაც სპორტულ ღონისძიებამდე, ვინ უფრო დიდ სისულელეს იტყვის რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ რუსეთთან გვაქვს უდიდესი პრობლემა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კი ღლიცინებს და აბსოლუტურად მიიუღებელი ლექსიკის გამოყენებით ცდილობს შენიღბოს საკუთარი უსუსურობა.

ან საერთოდ იგნორირებას უკეთებს..

- როგორ უკეთებს იგნორირებას, როდესაც ვნახეთ სტატისტიკა, როდესაც რუსეთიდან იმპორტიც და ექსპორტიც, ფაქტიურად პირველ ადგილს იკავებს. რა გამოდის, ერთი მხრივ გინდა გაყიდო შენი პროდუქცია, შენი ასი ათასობით მოქალაქე იქ არის და არჩენს საკუთარ ოჯახებს, მეორე მხრივ იფურთხები იმიტომ, რომ არ შეგიძლია პრობლემის მოგვარება იმიტომ, რომ პოლიტიკურად უსუსური ხარ. აი, ეს არის ძალიან საშიში, თორემ რუსეთთან, ჩვენ უზარმაზარი პრეტენზიები გვაქვს.

რუსეთთან მიმართებაში და ზოგადად, საგარეო პლატფორმაზე არსებული სიტუაცია, ეს პოლიტიკური უსუსურობაა თუ უბრალოდ არაკომპეტენტურობა და შესაბამისი კადრების არარსებობა?

- საქმე ისაა, რომ ქართულ პოლიტიკაში არიან არაპროფესიონალები. ჩვენი 30-წლიანი უბედურება ის არის, რომ მოდიან ისეთი ადამიანები, რომელთაც პოლიტიკასთან დიდი არაფერი შეხება აქვთ. ამ ადამიანებს სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ყოფნა სჭირდებათ საკუთარი კეთილდღეობისთვის და არა ქვეყნის სასიცოცხლო პრობლემების გადაჭრისათვის. ისინი არ არიან პროფესიონალები და არ გრძნობენ პოლიტიკურ პასუხიმგებლობას. ბუნებრივია, თავი რომ დაიცვა, შენ უნდა დაადგე იმ რიტორიკას, რასაც საქართველო ადგას. შედეგი გვაქვს სახეზე, ერთი მხრივ ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც მოსაგვარებელია პოლიტიკური გზით და მეორე მხრივ, ჩვენ ვცდილობთ ყოველ მხრივ ვისარგებლოთ რუსული ბაზრით. ეს ორმაგი სტანდარტი ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ნამდვილად. თუ ასეთი მაგარი ხარ, საერთოდ უარი თქვი ეკონომიკურ ურთიერთობაზე, მაგრამ ეს არ იქნება კეთილგონიერება, ეს იქნება კიდევ უფრო დიდი სისულელე. პრობლემას ვერც ამერიკელები მოაგვარებენ, ვერც ევროპელები და ეს იდიოტური ღლიცინი პოლიტიკურ თემებზე, ქართული პოლიტიკური აზროვნების გონებასისუსტეზე მიუთითებს.

რაც ბოლო დროს საქართველოს საზღვრებთან ხდება, სომხეთ-აზერბაიჯანის თემას ვგულისხმობ, ქართული მხარის ასეთი ინერტულობა როგორ აღიქმება საერთაშორისო ასპარეზზე?

- ის, რაც ახლა ჩვენ ორ მეზობელს შორის ხდება, არ არის მხოლოდ აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი, მასში ჩართულია ძალიან სერიოზული ძალები. ბუნებრივია, როდესაც ამ მასშტაბის ესკალაცია ხდება შენს მეზობელთან, გინდა თუ არა, გეხება და შენ პოლიტიკურად სწორი და გათვლილი ნაბიჯი უნდა გქონდეს. როდესაც ორი მეზობელი ჩხუბობს, შენ არ შეიძლება იყო ერთი მხარის მოთამაშე, შენ უნდა იყო შემრიგებელი, გქონდეს აქტიური პოზიცია რადგანაც სომხეთ-აზერბაიჯანის ესკალაცია აუცილებლად იქონიებს გავლენას საქართველოზე.

 

 

Aws მოაშორეთ ეს სირი!!!!!!!!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli გიორხელიძე - "რუსული ძალების ჩართულობაზე რას იტყვით?

- ეს არის ზღაპარი. დამისახელეთ ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსული ძალების ქვეშ არის. ივანიშვილის ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, მაგრამ ეს ყველაფერი არის პოლიტიკური ტექნოლოგია, პროპაგანდა. ეს არის ქართული პოლიტიკური კრეტინიზმის შედეგი. ჩვენ პოლიტიკა დავიყვანეთ მასხარაობამდე რაღაც სპორტულ ღონისძიებამდე, ვინ უფრო დიდ სისულელეს იტყვის რუსეთთან დაკავშირებით. ჩვენ რუსეთთან გვაქვს უდიდესი პრობლემა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კი ღლიცინებს და აბსოლუტურად მიიუღებელი ლექსიკის გამოყენებით ცდილობს შენიღბოს საკუთარი უსუსურობა.

ან საერთოდ იგნორირებას უკეთებს..

- როგორ უკეთებს იგნორირებას, როდესაც ვნახეთ სტატისტიკა, როდესაც რუსეთიდან იმპორტიც და ექსპორტიც, ფაქტიურად პირველ ადგილს იკავებს. რა გამოდის, ერთი მხრივ გინდა გაყიდო შენი პროდუქცია, შენი ასი ათასობით მოქალაქე იქ არის და არჩენს საკუთარ ოჯახებს, მეორე მხრივ იფურთხები იმიტომ, რომ არ შეგიძლია პრობლემის მოგვარება იმიტომ, რომ პოლიტიკურად უსუსური ხარ. აი, ეს არის ძალიან საშიში, თორემ რუსეთთან, ჩვენ უზარმაზარი პრეტენზიები გვაქვს."
მე მგონი აქ ყველაფერი სწორია!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli განსაკუთრებით აქ აქვს კარგად ნათქვამი - ...ჩვენ რუსეთთან გვაქვს უდიდესი პრობლემა და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კი ღლიცინებს და აბსოლუტურად მიიუღებელი ლექსიკის გამოყენებით ცდილობს შენიღბოს საკუთარი უსუსურობა."
4 წლის უკან
romani "ქართული პოლიტიკური კრეტინიზმი" - კარგია.
4 წლის უკან