აშშ-ს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯო ბაიდენი საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიმბოლური ჟესტით შეუერთდა.
ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ძალადობის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად მუხლი მოიყარა. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელ Twitter-ზე ჟურნალისტმა მადლენ რივერამ გამოაქვეყნა. ბაიდენის მშობლიურ ქალაქ სკრანტონშია (პენსილვანია) გადაღებული.
მასობრივი საპროტესტო აქციები აშშ-ში აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.