ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მსოფლიოს გავლენიანი ფინანსური ჯგუფის შემოყვანას გეგმავს

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში მსოფლიოს გავლენიანი ფინანსური ჯგუფის შემოყვანას გეგმავს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ქვეყანაში მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გავლენიანი და ყველაზე ძველი ფინანსური ჯგუფის „ჯი პი მორგანის“ შემოყვანას გეგმავს. ბიძინა ივანიშვილი „ჯი პი მორგანის“ ბიზნესის მმართველს რეგიონში, იან ტავროვსკის შეხვდა.

როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, შეთანხმდნენ, რომ იანვრის ბოლოს საინვესტიციო ჯგუფის პრეზიდენტს დავოსში შეხვდება და სამომავლო ინვესტიციებს უფრო დეტალურად განიხილავენ. იან ტავროვსკის განცხადებითაც, განიხილეს სხვადასხვა სახის უცხოური ინვესტიციების პერსპექტივები, „ჯი პი მორგანს“ ამაში უდიდესი გამოცდილება აქვს და შეუძლია საქართველოს მთავრობას დაეხმაროს ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში.

შეგახსენებთ: მთავრობა ჯამში სამი საინვესტიციო ფონდის შექმნას გეგმავს, რომელთაგან ერთერთი ქვეყანაში მოქმედ ბიზნესმენებს დაეხმარება.