ბელგიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე მინისტრთა კაბინეტმა დღეს იმსჯელა და ევროკავშირის საბჭოს მიერ შედგენილი სარეკომენდაციო სია არ გაიზიარა. ბელგიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საზღვრების გახსნა ნაადრევია.
მესამე ქვეყნების მოქალაქეებისათვის ბელგიის საზღვრის გახსნის სავარაუდო თარიღი არ სახელდება. გავრცელებული ცნობების თანახმად, თუ მეზობელი ქვეყნები ევროკავშირის საბჭოს შედგენილ სიაში შესული ქვეყნების მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის ნებას დართავენ, მაშინ ბელგია საზღვარზე კონტროლს გაამკაცრებს, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ბელგიის ტერიტორიაზე არ მოხვდნენ.