ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 49 199 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 271 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 2 888 635 შემთხვევა დადასტურდა, 129 947 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.