მექსიკაში ნარკოკარტელის 12 წევრი მოკლეს

მექსიკაში ნარკოკარტელის 12 წევრი მოკლეს

მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე, ქალაქ ნუევო-ლარედოში, მექსიკის პოლიციამ ნარკოკარტელის 12 წევრი მოკლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ოფიციალური უწყებების ცნობით, ადგილობრივ პოლიციელებს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ჯგუფის განეიტრალების შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან რვა ერთეული AR-15 ტიპის იარაღი (ცნობილია, როგორც ამერიკული „შავი შაშხანა“), ერთი AK47 და სნაიპერის ორი, 50-კალიბრიანი იარაღი ამოიღეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი, სავარაუდოდ, ჩრდილო – აღმოსავლეთის კარტელის წევრები არიან. ესაა ბანდა, რომელიც ოდესღაც ძლიერი, ზეტას კარტელის შემორჩენილი წევრებისგან შედგება.