აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ეკონომიკა კორონავირუსის პანდემიის გამო დაკარგულ პოზიციებს იბრუნებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის შრომის დეპარტამენტმა მონაცემები გაავრცელა, რომლის თანახმად, ივნისში აშშ-ში 4.8 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი 11.1%-მდე შემცირდა.
„ამერიკის ეკონომიკამ ივნისში დაახლოებით 5 მილიონი სამუშაო ადგილი შექმნა, რამაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს ერთი თვის განმავლობაში სამუშაო ადგილების ზრდის ყველა მნიშვნელოვანი მაჩვენებელია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა მიმდინარე წლის მესამე კვარტალი ფანტასტიური იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
„ეს იქნება მესამე კვარტალი, რომლის მსგავსი არავის არასდროს უნახავს. კარგია, რომ ეს მაჩვენებლები არჩევნების წინ გამოქვეყნდება, რათა ხალხმა ეს მონაცემები დაინახოს. მეოთხე კვარტალიც შესანიშნავი იქნება. მომდევნო წელი კი ისტორიული გახდება“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.