ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები 6 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera ავრცელებს.
ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ახალი მოწვევის პარლამენტში დეპუტატთა რიცხვი 167-დან 227-მდე გაიზრდება.
ვენესუელის საკანონმდებლო ორგანოს, ეროვნულ ასამბლეას ამჟამად ოპოზიცია აკონტროლებს.
2019 წლის იანვარში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 50-მდე ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა. ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.