აშშ-ში რუსეთის საელჩო: New York Times-ის უსაფუძვლო ბრალდებები რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

აშშ-ში რუსეთის საელჩო: New York Times-ის უსაფუძვლო ბრალდებები რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

New York Times-ის უსაფუძვლო და ანონიმური ბრალდებები, რომლის მიხედვითაც, რუსეთი ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობის უკან დგას, პირდაპირ საფრთხეს უქმნის ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა სიცოცხლეს, - ასე გამოეხმაურა Twitter-ის გვერდზე რუსეთის საელჩო New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას.

საელჩო წერს, რომ სტატიის ავტორებს, ერიკ სმიტსა და ჩარლი სავეჯს არ აქვთ ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

„მათ აშკარად არ აქვთ ინფორმაცია, თუ როგორ თანამშრომლობენ რუსეთი და აშშ ავღანეთის სამშვიდობო პროცესსა და სირიის, ჩრდილოეთ კორეის, ვენესუელისა და ირანის დღის წესრიგთან დაკავშირებულ საკითხებზე“- წერია საელჩოს Twitter-ის გვერდზე.

იქამდე, გამოცემა New York Times-მა, ინფორმირებულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა: „აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ აშშ-ის „თალიბანთან“ სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის დანაყოფი „თალიბანთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს საიდუმლოდ სთავაზობდა გასამჯელოს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალების სამხედროების, მათ შორის ამერიკელი სამხედროების ლიკვიდაციისთვის“.