აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 39 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 39 972 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 39 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 425 ადამიანი კი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 2 422 299 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 124 410 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.