იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის ხელისუფლება რასობრივი დისკრიმინაციის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებს არ შეასრულებს, ისინი სისტემის გადაწვით იმუქრებიან. ამის შესახებ Fox News-ის ეთერში მოძრაობა Black Lives Matter-ის ნიუ იორკის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჰოუკ ნიუსომმა განაცხადა.
„აშშ ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, ცვლის არასასურველ რეჟიმებს სასურველით. ასე რომ, ჩვენი დადანაშაულება ძალადობაში სხვა არაფერია, თუ არა ცინიზმი. თუ ეს ქვეყანა არ მოგვცემს იმას, რაც გვსურს, ვენ გადავწვავთ სისტემას და შევცვლით მას. მე ამას ვამბობ როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით და დანარჩენი ინტერპრეტაციის საქმეა. მე არ ვემხრობი ძალადობას და არც მისი წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგი სწორედ ძალადობრივ პროტესტს მოაქვს. 1960-იან წლებში აფროამერიკულ საზოგადოებას განვითარების საშუალება სწორედ მასობრივმა აჯანყებებმა მისცა“, - აღნიშნა ნიუსომმა.
მასშტაბური საპროტესტო აქციები შეერთებულ შტატებში აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. პროტესტი მასობრივ არეულობებში გადაიზარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათის გამოცხადება გახდა საჭირო.