გიორგი რურუა, რომელიც პოლიტიკურ ველზე ძმის, ნიკა რურუას გარდაცვალების შემდეგ შემოვიდა, მალევე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მან „მთავარი არხის“ მეწილისგან კახა ანჯაფარიძისგან 2.5%–იანი წილი იყიდა და ამ გზით გახდა მედია მფლობელი. რურუა გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით დააკავეს. ოპოზიციამ რურუას პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა და დღემდე მის განთავისუფლებას ითხოვს.
ოპოზიციის განცხადებით, გიორგი რურუას, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტს ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა შეთანხმების ამ პუნქტს „ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს. ოპოზიცია აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, რომელმაც პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა უნდა უზრუნველყოს, მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს მონაწილეობას, თუ პატიმრობიდან გიორგი რურუაც გათავისუფლდება.
ქართული ოპოზიციისგან განსხვავებით, გიორგი რურუას, როგორც პოლიტპატიმარს, ვერ აღიქვამენ ის ადამიანები, რომლებსაც 90–იან წლებში პირდაპირი შეხება ჰქონდათ „ვერის საძმოს“ წევრთან, რომლის წევრებიც იყვნენ ძმები რურუები. როგორც ცნობილია, ნიკა და გიორგი (ჟორიკა) რურუები დაჯგუფება „ვერის საძმოს“ ლიდერები იყვნენ. ნიკა რურუა ცნობილია, როგორც „ვერის საძმოს“ დაჯგუფების დამგეგმავი, ხოლო ჟორიკა რურუა - როგორც შემსრულებელი და, სწორედ, ამ უკანასკნელთან არის დაკავშირებული მთელი რიგი გახმაურებული მკვლელობების სერია, როგორიც არის თორაძეების, ვეფხვაძის, სვანაძის, ჩანტლაძის გახმაურებული მკვლელობები.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გიორგი რურუას ბიოგრაფიაში არის სხვა გაუხმაურებელი მკვლელობაც, მათ შორის საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობა. პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკს სოციალური ქსელით მიმართავს და წერს, რომ გიორგი რურუა შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულების როგორც მონაწილე, ასევე შემოქმედი.
მისივე განცხადებით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში უხვად მოიპოვება რურუას კარიერის შესახებ ინფორმაცია, რომელიც, მისი ნამოქმედარის მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავს. გამსახურდიას ინფორმაციით, გიორგი რურუას ძმა, ნიკა რურუა წლების განმავლობაში სახელმწიფო თანამდებობას იკავებდა და სწორედ, მისი ხელშეწყობით განადგურდა უამრავი მტკიცებულება.
„არსებობს უტყუარი ვარაუდი, რომ რუსული სპეცსამსახურების, რურუასა და ბანდების ხელშეწყობით განხორციელდა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის ორგანიზება და სისრულეში მოყვანა. ბატონო დონალდ, მე, როგორც პოლიციის ატაშემ პოლონეთის რესპუბლიკაში, როგორც პოლონეთის ერთ-ერთმა გულმხურვალე მოყვარულმა და მეგობარმა, ასევე როგორც მამაჩემის შვილმა, რომელმაც ოჯახთან ერთად გადაიტანა ამ ბანდების პარპაში, დევნა და შევიწროება, თავი ვალდებულად ჩავთვალე მომეწოდებინა თქვენთვის ეს მცირე ინფორმაცია, სამწუხაროდ, თქვენ მიერ შეცდომით „პოლიტიკურ პატიმრად“ მიჩნეული გიორგი რურუასა და მისი საქმიანობის შესახებ“, – წერს გიორგი გამსახურდია.
ამასთანავე, სოციალურ ქსელში გავრცელდა ყოფილი შს მინისტრის კახა თარგამაძის მიერ გენერალური პროკურორის ჯამლეტ ბაბილაშვილის სახელზე გაგზავნილი უწყებრივი წერილი, სადაც შს მინისტრი წერს: „როგორც თქვენთვის ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაპატიმრებულია სახელმწიფოთაშორისო ძებნილი გიორგი ვახტანგის ძე რურუა, რომელიც უახლოეს ხანში ჩამოყვანილ იქნება საქართველოში. ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული და საგამოძიებო მასალებით იგი იმხილება ქ.თბილისში სხვადასხვა დროს ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებებში.
გ.რურუას მიერ ჩადენილი დანაშაულების დროულად გახსნისა და გამოძიების მიზნით, მიზანშეწონილად მიმაჩნია პროკურატურის შესაბამისი დანაყოფის მიერ ოპერატიულ სამსახურთან ერთად გამოთხოვილი და შესწავლილი იქნას სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც წარმოებაშია ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონების პროკურატურაში“, – წერს კახა თარგამაძე.
კახა თარგამაძის მიერ ჯამლეტ ბაბილაშვილის სახელზე გაგზავნილ ამ წერილს თან ერთვის კონკრეტული საქმეების ჩამონათვალი:
1.1994 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში გ.რურუამ და დ.ჯაფარიძემ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ფიზიკური განადგურების მუქარით მოქ. მარლენ და რეზო შენგელიებს გამოსძალეს 15 000 აშშ დოლარი. სსს N7799847.
2.1993 წლის 10 ოქტომბერს გ.რურუამ, მ. ხაჟომიამ და ნ.ჭელიძემ საქართველოს პარლამენტის შენობიდან ცეცხლსასროლი იარაღების მუქარით გაიტაცეს თორნიკე აფაქიძე. აიყვანეს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და ფიზიკური განადგურების მუქარით ცდილობდნენ მისგან 300 000 აშშ დოლარის გამოძალვას.
3.აწ გარდაცვლილ მ.ხაჟომიას ჩვენებით გ.რურუა იმხილება ზ.ვეფხვაძის, გ.სვანაძის და თ.ჩანტლაძის განზრახ მკვლელობაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1993 წლის 22 დეკემბერს ქ.თბილისში, შატბერაშვილის ქუჩაზე.
4.1994 წლის 15 ივლისს გ.რურუამ პირთა ჯგუფთან ერთად ქ.თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში N735 პალატაში ავტომატებით დაცხრილა ლოგინში მწოლიარე ალექსანდრე ბალიაშვილი დაბ. 1973 წ, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. სსს N7596858.
5.1994 წლის 25 სექტემბერს გ.რურუამ თანამზრახველებთან ერთად ქ.თბილისში, ფანასკერტელის N17/30-ში დახოცა ბესიკ მარუაშვილი, ზურაბ მარუაშვილი და გელა ქაფიაშვილი. სსს N7594889.
6.1992 წლის 3 მარტს ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოფილი სევასტოპოლის ქუჩაზე გ.რურუამ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღით მოკლა ზაურ თორაძე, ზაირა თორაძე, ლაშა თორაძე, კახა თორაძე და იმედო თორაძე.
7.1994 წელს გ.რურუამ სხვა პირებთან ერთად მოქ. გ. ოსეფაიშვილს მოსტაცა ვაჟიშვილი და მისი ფიზიკური განადგურების მუქარით გ. ოსეფაიშვილს გამოსძალა 130 000 აშშ დოლარი. აღძრულია სს საქმე.
როგორც ჩანს, ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია რურუას ბიოგრაფია. თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით თევაზაძის განცხადებით, აქ ჩამოთვლილ დანაშაულებს კიდევ აკლია რამდენიმე, მათ შორის, ერთი მკვლელობა, რომელსაც მოწმე ყავს. თევაზაძეს იმედი აქვს, რომ ეს საქმეს მალე გამჟღავნდება.
„იმედია, რომ ეს საქმეც განმჟღავნდება. ხოლო როდესაც გამჟღავნდება, შერცხვება, მგონია, ბევრს. მიკვირს, უბრალოდ, რატომ უნდა ცდილობდეს ნებისმიერი პოლიტიკოსი თავისი რეპუტაციის ამ ბიოგრაფიასთან დაკავშირებას? ანდა საქართველოში აკრედიტებული ელჩებს რატომ უღირთ თავიანთი ქვეყნების რეპუტაციით თამაში ქართველი მოსახლეობის წინაშე? ბუნებრივია, ეს ეხება იმ ელჩებს, რომლებსაც ე.წ. 8 მარტის შეთანხმებაში მიუძღვით წვლილი“, – წერს დავით თევზაძე.
თავად ბრალდებული აცხადებს, რომ მის მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. გიორგი რურუა აცხადებს, რომ მის სიმართლეს დაამტკიცებს. ამასთან, რურუა სხდომაზე გამოეხმაურა წერილს, რომელიც მისი ადვოკატების განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპარლამეტარებს გაუგზავნა.
„ბატონო მოსამართლე, მინდა ვისაუბრო იმ ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდება ჩემზე და თქვენზე. მინდა უბრალოდ მაგალითი მოვიყვანო, მსოფლიოში, მადუროს, ვენესუელას, ბელარუსის, რუსეთის, სირიის გარდა, პატიმარზე ამდენს სად ლაპარაკობენ მინისტრები, ქალაქის მერი და პარლამენტარები? არის თუ არა ეს პოლიტიკურად დაინტერესებული საქმე და არის თუ არა ეს პოლიტიკურად შეკერილი საქმე?
ბატონ კუჭავას რაღაც აბსურდული სისულელეები გაუგზავნია, რაზეც აუცილებლად გავცემ პასუხს. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მე არ ვარ დამნაშავე. ჩემ მიმართ არის პოლიტიკური დევნა და ეს აუცილებლად გამომჟღავნდება. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.
გიორგი რურუას ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე წარმოადგინეს წერილი, რომელიც მათივე მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ ევროპარლამენტის წევრებს გიორგი რურუასთან დაკავშირებით გაუგზავნა. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული წერილი კუჭავამ ევროპარლამენტარებს რამდენიმე დღის წინ გაუგზავნა. მისი თქმით, ამგვარად გამოიკვეთა ის, რომ „გიორგი რურუასთან პრობლემა პროკურატურას კი არ აქვს, არამედ „ქართულ ოცნებას“ აქვს და ამიტომ იმყოფება რურუა საპატიმროში“.
„წერილში ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათ, რა მკვლელობაც მომხდარა, ყველაფერი, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაბრალდებულია გიორგი რურუაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე მიუთითებს ხელისუფლება გიორგი რურუას ბრალეულობაზე, მიუხედავად იმისა, რომ რურუა არ არის ნასამართლევი და მის რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით საუბარი არის ცილისწამება.
მეორე მხრივ, საინტრესოა, „ქართული ოცნება“ ამ წერილში მიუთითებს, რომ საქმეები მიმდინარეობდა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოხდა შეწყვეტა. აქ საუბარია 1993-1994 წლებზე და მას შემდეგ დაახლოებით 10 წელი „მოქალაქეთა კავშირი“ იყო ხელისუფლებაში. 2012 წლის შემდეგ უკვე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში და არც ერთხელ კითხვაც კი არ დასმულა რურუასთან ამ საქმეებთან მიმართებით. ეს არის რურუას პოლიტიკური დევნის უტყუარი დადასტურება“, – აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, კახა კუჭავას მიერ ევროპარლამენტარებისთვის მიწერილი წერილი იქნება მტკიცებულება, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა.
„ჩვენ ყველამ ვიხილეთ ადოკატების ბრიფინგი და ის სამარცხვინო წერილი, რომელიც მთავრობის პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც ხელს აწერს მმართველი გუნდის წარმომადგენელი ბატონი კუჭავა. ეს წერილი არის დასტური იმისი, რომ პოლიტიკური მოტივია და პირდაპირი დაკვეთაა ივანიშვილის გუნდისგან, რომ პოლიტპატიმარი რურუა იყოს ციხეში.
ამ პოლიტიკურად ბრიყვებს გონიათ, რომ ასეთ დისკრედიტაციის კამპანიას თუ დაიწყებენ, ამით მიაღწევენ მიზანს. ამ დროს ასეთი დოკუმენტი ვისაც უვარდება ხელში, ყველა ხვდება, რომ მთავრობას პოლიტიკური მოტივი აქვს. ეს წერილი მომავალში იქნება მტკიცებულება იმისი, როგორი კოორდინირებული პოლიტიკური დევნა იყო და როგორი პოლიტიკური პატიმარია გიორგი რურუა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარია, რადგან პოლიტიკური ნიშნით დააკავეს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოუწევს.
„გიორგი რურუას დაკავების ერთადერთი მიზეზი იყო მისი პოლიტიკური აქტიურობა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი იმ მიტინგებისა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე იმართებოდა და რომელმაც შეცვალა საქართველო. „გავრილოვის ღამემ“ შეძრა საქართველო, ამ ღამიდან დღემდე შეიცვალა საქართველო და ამ შეცვლაში დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდობამ, მათ შორის მასში მონაწილე ადამიანებმა გიორგი რურუას სახით. ამიტომ მას სჯიან ამ აქტიურობისთვის და უნდათ მისი განეიტრალება.
ძალიან ბევრჯერ გაიგონებთ გიორგი რურუას სახელსა და გვარს მსოფლიოს ცნობილი, წამყვანი პოლიტიკოსებისგან, ვინაიდან პრინციპი არის ერთი – არ უნდა იდევნებოდეს ადამიანი მისი შეხედულებებისა და პოლიტკური საქმიანობის გამო. ადრე თუ გვიან, მთავრობას გიორგი რურუას გამოშვება მოუწევს. ახლა სახის შენარჩუნება უნდათ და პრინციპული ადამიანის თამაში. არ გამოგივათ ეს, კონსტიტუციასაც მიიღებთ, რურუასაც გამოუშვებთ და პოლიტიკურ დევნასაც შეგაწყვეტინებთ“, – მიმართა რომან გოცირიძემ ხელისუფლებას.
განსხვავებულია უმრავლესობის პოზიცია. ვიცე–სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას ვერც ფაროსანამ უშველა, ვერც პანდემიამ, ახლა პოლიტპატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია, რომ არჩევნებმა გადაიწიოს მეორე პლანზე, რომ იქნებ როგორმე რევოლუცია მოახდინონ. ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციას წარმატება ვერც პოლიტიკური პატიმრების თემით სპეკულაციამ მოუტანა.
„არ ვიცი, რისი გამოძახილია რურუას წერილი - ჰარცელმა თქვა 142, მე ვამბობ 141, რა ვქნათ? რა მნიშვნელობა აქვს. მე გეუბნებით ფაქტობრივი რაც არის და ზედაპირზე რაც დევს, რა პოზიციაც აქვს ოპოზიციას - ოპოზიციას კატეგორიულად არ უნდა ეს არჩევნები, დაინახა, რომ ვერ ჩააგდეს ამ არჩევნებზე გადაწყვეტილების მიღება. პანდემიამ არ უშველა, არც ფაროსანამ უშველა, ახლა გადადიან მუშაობის სხვა რეჟიმზე, რომ თითქოს ხელისუფლებას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. არ გაამართლა ამ სტრატეგიამ.
კაკო ბობოხიძის განცხადებით ამოხეთქა იმ სიმართლემ, რაზეც ესენი ფიქრობენ და ალაგებენ გეგმებს. ვერანაირი სიტუაციაში ვერ ჰპოვეს წარმატება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერც ფაროსანამ უშველა, ვერც პანდემიამ, ახლა კიდე პოლიტპატიმრების თემით უნდოდათ სპეკულაცია. ვერ უშველა ამან. მათ აქვთ სურვილი, რომ დესტრუქციული პროცესები წავიდეს, არჩევნებმა გადაიწიოს მეორე პლანზე, რომ იქნებ როგორმე რევოლუცია მოახდინონ, რომელმაც ასევე წარმატება ვერ მოუტანა მათ მცდელობებს, რაც 20 ივნისს მოხდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მერე ერთ-ერთმა დედექტივმა ის საბუღალტრო აღრიცხვების დარღვევაში გამოიჭირა და 700 კაცის მკვლელობაში ბრალდებული ალ კაპონე გადასახადების დამალვის გამო ჩასვეს ციხეში...
*
როგორც ხედავთ, "არაფერია ახალი ცისქვეშეთში - რაც იქნება, ის უკვე იყო და, რაც უკვე მოხდა, ისევ ის მოხდება."
პუტინს და კადიროვს სუ დიშლაზე არ ჰკიდია ორივეეე??
ყველამ იცის რომ გაბუნიას და კილერის ამბების ავტორ შემოქმედი მხოლოდ და მხოლოდ მიშაააა
და ყველაფრის მიუხედავად მაინც ......................... ეს ,, მეგობრები,, დიდის სერიოზულობით ცდილობენ ამ საქმესთან პუტინის დაკავშირებას, რომ თავიააანთ მამაძაღლის ჩათლახობები საერთაშორისო დონეზე ოფიციალურად არ გაფორმდეს..
არადა თავიც ბოლოც და შუაც, მხოლოდ და მხოლოდ მიხოა და მიხო...................................გაბუნიას გასუხარება მიხოს და მის ბანდას ,,დიდი რევოლუციური საქმისთვის,, (გადატრიალება---გადმოტრიალება) სჭირდებოდა.....
ბიძა მოგვიკვდა კოლია, მითომაც არა გყოლიაო---- ზუსტად ესე იქნებოდა გაბუნიას საქმე......... ერთით მეტი, ერთით ნაკლები---- რა მოხდა, ერთი გაბუნია აქეთ იყოს, იქით იყოს.......
ის თარგამაძე ხომ კინაღამ ტრაკში ააფეთქა...................ესე უპირებდა ამასაც........ ..მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ .....