„გვარამია ცოტა აფრენს, ნაბიჭვარი და ავადმყოფია, ყველაფერი ჩააგდო“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი, აუდიოჩანაწერში, რომელიც უკრაინულმა ვებ-გვერდმა obozrevatel.com-მა გაავრცელა. სატელეფონო ჩანაწერის მიხედვით, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ. ამავე აუდიოჩანაწერის მიხედვით, ადეიშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიამ მას არ დაუჯერა, ნერვებმა უმტყუნა და უკრაინის სპეცსამსახურებზე ისაუბრა, რაც არ უნდა გაეკეთებინა.
უკრაინული ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერში ასევე საუბარია ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი არასტაბილურ და მშიშარა ადამიანად მოიხსენიებს. თავად უკრაინული ვებ-გვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით წერს:
„იცოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ? - გამოდის, რომ იცოდა! ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ასევე მისი კუთვნილი ტელეარხ „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, იცოდნენ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობას არ აცნობეს და დიდი ხნის განმავლობაში ხელს აფარებდნენ დაგეგმილი დანაშაულის შემკვეთს, ორგანიზატორსა და შემსრულებელს“, - წერს obozrevatel.com.
„მთავარი“ არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის. როგორც გვარამიამ აღნიშნა, წყარო, სადაც ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა, მისთვის არ არის ვალიდური.
„მოვისმინე ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი, რა ჩავაფლავე. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, ჩემთვის ეს არ არის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. ეს ფარული ჩანაწერი სიტყვა-სიტყვით აკინძულია. თუმცა, რაღაცები იკითხება ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი კანონიერი არ არის, მაგრამ ავთენტური დანამდვილებით არ არის. ეს, როგორც პროფესიონალმა ისე შემიძლია გითხრათ.
თუმცა, ვისაც რა არ უნდა ეთქვა, ამას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, არ არსებობს უფრო აღმატებული ინტერესი ჩემთვის, ნიკა გვარამიასთვის, რომლის მთავარი ცხოვრების მიზანი არის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა და დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა. არ არსებობს უფრო აღმატებული მიზანი ჩემთვის, ვიდრე ადამიანის სიცოცხლის დაცვაა, მით უმეტეს ჩემი თანამშრომლის და მით უმეტეს გიორგი გაბუნიასი, რომელიც უახლოესი მეგობარია ჩემი“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი არ უნახავს გიორგი გაბუნიას, თუმცა გარკვეული ინფორმაცია რომ არსებობდა, მისი თქმით, არ დაუმალავს ნიკა გვარამიას და სწორედ ამის გამო გაუძლიერეს დაცვა.
„ფაქტობრივად ტყვედ ვარ ქცეული. რადგან ნიკა გვარამიას ჰქონდა ამ საკითხზე ინფორმაცია, გასაკვირი არ არის, რომ ამის შესახებ სხვებსაც სცოდნოდა. საიდან შეიძლება ჰქონოდათ ინფორმაცია ადეიშვილსა და სააკაშვილს ამის შესახებ? წლების განმავლობაში ეს ადამიანები, მათ შორის, გვარამია ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ და კონტაქტები აქვთ. შეიძლება ვიღაცამ მიაწოდა ეს ინფორმაცია. მე ასეთი კონტაქტები არ მაქვს. მე რაც ვიცი, ნიკა გვარამიამ მითხრა, რომ სუს-ისგან ჰქონდა ეს ინფორმაცია, ვინ იყო, რა იყო, არ ვიცი“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
უკრაინული ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობის არ სჯერათ „ნაციონალურ მოძრაობაში“. რომან გოცირიძე ჩანაწერის ფაბრიკაციაში საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომლის განცხადებით, რუსეთს რომ გამოსვლოდა ეს ტერორისტული აქტი და მოეკლათ გიორგი გაბუნია, იმავე დღეს ხელისუფლება რუსეთის დახმარებით დაიწყებდა დამონტაჟებას და ფაბრიკაციას სხვადასხვა საუბრების.
„ამას, რა თქმა უნდა, გადააბრალებდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილს. მერე იტყოდნენ და ახლაც ამბობენ ეს ფულზე გაყიდული ვაიექსპერტები, რუსეთის აგენტები, უკრაინიდან რომ შემოვიდა, ეს რაღაცას ნიშნავსო. ჩვენი პირველივე განცხადებები იყო, რომ ოპოზიციაზე გადაბრალება მოხდებოდა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
მისი თქმით, ახლაც, როცა სუს-ი აცხადებს, რომ გაბუნიას მკვლელობა დაგეგმილი იყო უცხო სახელმწიფოს მიერ, ასეთი შეთითხნილი ფაბრიკაციებით უნდათ გონება დაუბნელონ ამომრჩეველს და კვლავ დათესონ რაღაც აბსურდული ეჭვები.
„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არის ხელისუფლებისა და ტროლების მიერ გაკეთებული, რომლის მიზანია დეზინფორმაცია და ადამიანებზე ზემოქმედება წინასაარჩევნოდ, ეს არის დანაშაული. არც ერთი ასეთი ფაქტი არ იქნა გამოძიებული, არც „ჰაკიმ ფაშას“ ვიდეოები, არც ის პირადი ცხოვრების კადრები, რომელსაც ავრცელებდა ხელისუფლება. ეს არის უზნეო და დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც აუცილებლად იქნება გამოძიებული, როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას რომან გოცირიძემ.
გიგა ბოკერიას განცხადებით, პრობლემა ის არ არის, რეალურია თუ არა ჩანაწერის შინაარსი, არამედ პრობლემა ამ ტიპის ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების უკანონობაა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, აჩვენებს რეჟიმის არაანგარიშვალდებულებას. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა აზიანებს ხელისუფლებას და ასევე, ქვეყანასაც.
„ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ამ ამბების გამომზეურებაც კი, იქცა ჩვეულებრივ ამბად. ეს არის ძალიან მძიმე ამბავი არა პარტიებისთვის, არა მათთვის. იმდენად არასერიოზული პროპაგანდაა ეს, რომ კომენტარსაც კი არ საჭიროებს. ვიმეორებ, ეს პრობლემა ახალი არ არის, უბრალოდ, დამძიმდა ივანიშვილის დროს, რადგან ჩვეულებრივ ამბად იქცა ამ მეთოდების გამოყენება საჯაროდ.
ეს არის უმძიმესი პრობლემა და მთელი პროპაგანდა იმაზე, რომ ვიღაცა რაღაცას მალავდა და რაღაც შეთქმულებაა, არის ისეთი სისულელე, რომ მხოლოდ ხელისუფლებას დააზიანებს. ივანიშვილის რეჟიმმა იმის მაგივრად, რომ ან მოეცადა გამოძიების დასრულებისთვის ან გაეკეთებინა განცხადებები იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც საჯაროა - კადიროვის მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული მუქარა - ამის მაგივრად ტალახი, ცილისწამება და სისულელე მიმართა შიდა ოპონენტების წინააღმდეგ. ეს არის, რაც მტერს აწყობს ყველაზე უფრო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სააკაშვილი-ადეიშვილის სატელეფონი ჩანაწერის ავთენტურობაში ეჭვი არ ეპარებათ უმრავლესობაში. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბრები არავის უკვირს, თუმცა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გამოძიებას მიეცეს საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება.
„გარკვეულ ეჭვებზე იყო საუბარი. ეს ჩანაწერი ეჭვებს დამატებით ამყარებს, თუმცა ჯერ არ მინდა, მეტ დეტალებში შევიდე, გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიებას მივცეთ საქმის ბოლომდე მშვიდად მიყვანის საშუალება. ჩვენ ვიცით, ზოგადად, როგორია ამ პოლიტიკური ძალის ბუნება, როგორია ამ კონკრეტული ადამიანების ბუნება. შესაბამისად, ასეთი საუბრები ბუნებრივია, არავის უკვირს, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მივცეთ საშუალება საგამოძიებო ორგანოებს, რომ გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოს ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამ ჩანაწერიდან ჩანს, რომ მზადდებოდა სცენარი, რომელიც მიმართული იყო საქართველოში, წინასაარჩევნოდ დიდი სკანდალისა და არეულობისთვის. მისი თქმით, გაბუნია არის ჟურნალისტის სტატუსის მატარებელი, მისი მკვლელობა გამოიწვევდა რეზონანსს, ამაში ჩაერთვებოდა საერთაშორისო თანამეგობრობა, ამას დაემატებოდა მესამე, ძალიან ცუდი ტენდენცია, რომ საქართველო ავტომატურად გახდებოდა „არაუსაფრთხო ქვეყნის“ სახელის მატარებელი.
„ძნელია ზუსტი შეფასება მისცე იმას, რაც სააკაშვილ-ადეიშვილის სატელეფონო საუბრებიდან შეიტყო საზოგადოებამ. ამას სკანდალი არ ჰქვია, ამას უკვე მავნებლობაც აღარ ჰქვია. რეალურად, სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულია. სააკაშვილ-ადეიშვილმა დაადასტურეს ის საფუძვლიანი ეჭვი, რომ გაბუნიას შესაძლო მკვლელობის ორგანიზატორ-დამგეგმარებლი და შემსრულებლები სწორედაც ნაციონალები და მთავარ-ფეიკნიუსმეიკერი გვარამია არიან, რომელმაც თურმე იჩქარა, დროზე ადრე წამოაყრანტალა, გაბუნია კი მაგრად დაიბნა, მით უმეტეს, არ იცოდა ნაციონალების გამო, რომ შესაძლოა მომკვდარიყო.
რა თქმა უნდა, დასადგენია აუდიო ჩანაწერის ავთენტურობა, თუმც მე პირადად მჯერა ეს ამბავი და არც მიკვირს და არც ვამბობ „ეს რამ მოაფიქრათ“. კიდევ რას მოიფიქრებენ, მაგრამ კარგს არაფერს. მათთვის მთავარია საქართველოში სიტუაცია აურიონ. არ შემიძლია ჩვენ უკრაინელ მეგობრებს არ ვკითხოთ, ოდნავ მაინც წარმოგიდგენიათ სააკაშვილის სახით, როგორ ნაღმი შეიტანეთ თქვენივე ქვეყანაში, თქვენივე ნებით? ნაღმი რომლიც ისე აგირ-დაგირევთ პოლიტიკურ სიტუაციას, საშინელ სიზმარშიც ვერ წარმოგიდგენიათ. ფრთხილად, უკრაინელებო, თქვენთან სააკაშვილია! საქართველო? საქართველო და მისი მოქალაქეები არჩევნებზე გასცემს ღირსეულ პასუხი ამ მავნებლურ, დამქცევარ ნაციონალების სექტას!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
გიგა ბოკერიას ჰგონია, რომ ხალხს არ ახსოვს, რა ჩანაწერების სერიალები გამოუქვეყნეს თავიანთ ოპოზიციას 2012 წლის არჩევნების წინ!
არც ის 26 000 ფარული ჩანაწერი ახსოვს ხალხს, მისმა ხელისუფლებამ რომ გადაიღო და გვიანდერძა მოსაგონებლად.
დგას ახლა და აპროტესტებს - ჩვენი მამაძაღლობების ამსახველ ფარულ ჩანაწერებს რა უფლებით აქვეყნებთო!
ამ დებილებზე (თანაც ოპტომ დებილებზე) ნერვები არ გაწყდებააა??
ამდენი არგუმენტი, ამდენი ფაქტი და მაინც ესენი არიან თავდაცვაში???....
კახა კახიშვილი რად გადამალეს? კაცი ვერ იპოვის სადააა ....
მაშ თალაკვაძე, მდინარაძე. კობახიძე და ..... ის კიდევ ..........................გადამალულიიიი??.