სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში განხორციელდა. თუმცა, ბოკოვი გეგმავდა თუ არა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას, სუს-ში კომენტარი არ კეთდება. უწყება მოუწოდებს, ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული, თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
როგორც ცნობილია, სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბოკოვი დააკავა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია, თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება. ამასთან, მიმდინარეობდა ბრალდებულის და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ბოკოვის მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი. ასევე, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული, კერძოდ შეკვეთილი მკვლელობა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია და მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა, რა იმას ნიშნავს, რომ საქმე არ დასრულებულა, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.
როგორც გვარამია აცხადებს, გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით, ჯერ კიდევ „რუსთავი 2“-ზე მუშაობისას, მის გადაცემაში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადება იყო. გვარამია აცხადებს, რომ ინფორმაცია მან დაახლოებით 4 თვის წინ მიიღო, მაგრამ საგამოძიებო ორგანოებს არ მიმართა, რადგან ნდობა არ ჰქონდა. ამიტომ, მისივე გადაწყვეტილებით პირადი დაცვა გაუძლიერა. სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა - ვინ, ან რამ აიძულა ნიკა გვარამია, რომ დაემალა ინფორმაცია მისი თანამშრომლის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ, რაც უმძიმესი დანაშულია.
თვეების განმავლობაში გვარამია-სააკაშვილის სიჩუმე და ვასამბეგ ბოკოვის შემდეგ საჯარო აღიარება, რომ დაკავებული იყო კადიროვის მიერ დაქირავებული ქილერი, აჩენს ბევრ ლეგიტიმურ კითხვას, მათ შორის - გაბუნიას მკვლელობა ხომ არ იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილი, რომ ქვეყანაში შეექმნათ დესტაბილიზაციის კერა? მოსწონს თუ არა გაბუნია ვინმეს, ფაქტია, რომ მისი მკვლეობა გახდებოდა ხმაურის და დესტაბილიზაციის წყარო. სააკაშვილი ძალაუფლების განმტკიცებისთვის რომ ადამიანთა სიცოცხლეს არ ერიდება, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობა ადასტურებს, რომელსაც უკავშირდება - მერაბიშვილის „ორი გვამი“; ხურჩის ტერაქტი; ლაფანყურის სპეცოპერაცია; ჩეჩენი მებრძოლების საქართველოში შემოყვანა; შავაძე-ქარდავა-ცინდელიანის სადისტური მკვლელობა.
ასევე, სულ უახლოეს წარსულში, როდესაც „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეებს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით ტელეკომპანიის ეზოში მხარდასაჭერი აქციები იმართებოდა, მეტი ხმაურისთვის სააკაშვილი ითხოვდა მსხვერპლს, ასეთი კი, სააკაშვილის განცხადებით უნდა ყოფილიყო ორსული ქალი, რაც უფრო მეტ ხმაურს გამოიწვევდა საზოგადოებაში.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტზე სუს-ში გამოძიება დაიწყო, მაგრამ ამ საქმეს, ისევე როგორც სხვა საქმეს, განვითარება არ მიეცა.
ვასამბეგ ბოკოვის მიერ იგეგმებოდა თუ არა გაბუნიას მკვლელობა, for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილის ამბობს, რომ ეს გამოძიებამ უნდა გვაჩვენოს.
„სუს-ი ამბობს, რომ მიდიოდა ოპერატიული კონტროლი. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობდა მოსმენა, ჩაწერა და რაღაცა მასალა დაუგროვდათ, მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა. ზუსტად, ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყოს ის, რომ ეს არაა შეკვეთილი მკვლელობა, არამედ საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობის მოტივი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება სამხილებზე. თუ მხოლოდ ამ პიროვნების აღიარებით ჩვენებაზეა დამოკიდებული ეს საქმე, ვერც ერთი ვერსია, რომელიც ჩამოვთვალე, სასამართლომდე ვერ მივა. ამიტომ, ჩვენების გარდა, თუ არის სხვა ოპერატიული მტკიცებულებები, რა მასალა არის წამოსული უკრაინიდან, ეს ყველაფრი გამოძიებამ უნდა მიიტანოს სასამართლოზე.
რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, წავიკითხე, რომ ჩვენმა დაცვამ შეამჩნია თვალთვალიო. ანუ, ინფორმაცია ჰქონდა და არ აცნობა საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს... ასე არ ხდება თვალთვალის შემჩნევა და შენ ეჭვი მიგაქვს კადიროვზე, რომ ქილერი გამოგზავნა შენს სალიკვიდაციოდ. თუ უკვე იყო ეჭვი, რომ ხდებოდა ტერორისტული აქტი და ადამიანის ლიკვიდაციაზე იყო საუბარი, პირველ რიგში, სუს-ისთვის უნდა ეცნობინებინა. დაცვის გამოყოფა და ეს ისტორია, უკვე არაპროფესიონალურია. თუ იმ ვერსიას გავყვებით, რომ კადროვის დავალებით მოქმედებდა ქილერი, განზრახვას ვერ აიცილებდნენ თავიდან, იმიტომ, რომ კადიროვს ჰყავს მაღალი მომზადების ქილერები და გვარამიასგან გაბუნიას დაცვა ცოტა რთული დასაჯერებელია“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.
როგორც ალადაშვილი აცხადებს, რეალურად ეს არის მართვადი ქაოსი, რაც რეალურად უნდა რუსეთს. მისი თქმით, ეს ამბავი დაგეგმილი რომც არ იყოს, სამწუხაროდ, ჩვენს მოწინააღმდეგეს უკვე აძლევს შიდა დესტაბილიზაციის მძლავრ ბერკეტს.
„ჩემი თხოვნაა, რომ დაველოდოთ გამოძიებას. რაღაცა გონივრული ვადის შემდეგ, ბუნებრივია, რომ გამოძიებამ უნდა გამოაქვეყნოს მტკიცებულებები, ისე, რომ ხელი არ შეეშალოს გამოძიების პროცესს. ამ ეტაპზე სხვა ყველაფერი უფრო გააღრმავებს შიდა დაპირისპირებას საქართველოში. მოდის 20 ივნისი, რატომ მოხდა 4 დღით ადრე ეს ამბავი? ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება იყოს. ამ ეტაპზე არც ერთი ვერსიის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გვაქვს. ამიტომ ძალიან მოზომილად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა.
„ქართული ოცნების“ კონსულტანტის, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილის განცხადებით, გამოძიებას ჯერ კიდევ წინ აქვს უმნიშვნელოვანესი ამოცანა, რომ დაადგინოს ყველა დეტალი ამ სისხლის სამართლის საქმეზე. მისი თქმით, ვინ იყო დამკვეთი, ვის ინტერესს ემსახურებოდა შემსრულებელი, იყვნენ თუ არა ჩართულნი საერთაშორისო ტერორისტული ან სხვა ორგანიზაციები ამ საზარელი დანაშაულის დაგეგმვაში, ჯერჯერობით, ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი არაა.
„ჩვენ მივიღეთ ამ ინფორმაციის გამჟღავნება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის გამჟღანვნება გამოძიებას გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის, თუ სპეციალურად არ გაამჟღავნეს, რომ ხელი შეეშალათ გამოძიებისთვის და ორგანიზატორებმა კვალი წაშალონ. წარმოიდგინეთ, ეს ოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, მე მგონი მოდელირებული „ქრონიკის“ სერიალს მივიღებდით და მისი შინაარსი ის იქნებოდა, რისი დანგრევასაც 2011 წლის 7 ნოემბრიდან ცდილობენ, რომ „პუტინთან დაკავშირებულმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას თავი მიართვა თავის ბატონ პუტინს“, - აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებით მართავდა ქვეყანას და მეტი დამაჯერებლობისთვის ამ პროვოკაციებს ადამიანური ტრაგედიებით ამაგრებდა. ნაცების ბუნება არც ოპოზიციაში გადასვლამ შეცვალა. მანჯავიძეს თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ჩანაფიქრი შესაძლებელია, ყოფილიყო ჯორჯ ფლიოდის ისტორიის კოპირება ქართულ სინამდვილეში, რათა გიორგი გაბუნიას „მკვლელობა“ გამხდარიყო ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზეზი.
„რა შეიძლება მომხდარიყო და რა იყო გათვლა - „ნაციონალური მოძრაობა“ იზოლირებული არ არის, ვხედავთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს - აშშ-ი, ინგლისში, ევროპაში. აბსოლუტურად, ირაციონალური პროვოკაციული მიზეზებით დაიწყო რევოლუციური გამოსვლების სერია. ვხედავთ, რა ხდება აშშ-ი. არავინ იცის სად მიიყვანს აშშ-ს და აქედან გამომდინარე მთელს მსოფლიოს ეს პროცესები.
ასეთივე სცენარი შეიძლება განვითრებულიყო საქართველოში და ძალიან ლოგიკური ჯაჭვი იკვეთება. კერძოდ, ამ სურათში ორგანულად ჯდება 13 ამერიკელი კონგრესმენის განცხადება, რომ ბიძინა არის პუტინის ახლო მოკავშირე და საქართველოში დესტაბილიზაციას გეგმავს. ხოლო პუტინმა, რომელსაც გაბუნიამ ერთი წლის წინ პირდაპირ ეთერში დედა აგინა, დაგეგმა სპეცოპერაცია და დაავალა მის მეგობარ ივანიშვილს, რომელმაც დესტაბილიზაციის მიზნით კადიროვთან შეთანხმებით შემოუშვა ინგუში ქილერი საქართველოში. „პუტინთან მებრძოლი გმირი“ გაბუნია უნდა გამხდარიყო საპროტესტო მოძრაობის სიმბოლო. ასეთი ტიპის პროვოკაციები მუდმივად იხარშება ამ მოძრაობის ბნელ გულში. ლოზუნგები ალბათ ასეთი შინაარსის იქნებოდა - „putin xuilo - მესროლე ბიძინა“; „არ მეშინია“; „მომკალი ბიძინა“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
პოლიტოლოგის განცხადებით, ამ ისტორიაში საინტერესო დეტალია გვარამიას სიჩუმე, რომელმაც დაახლოებით 4 თვის წინ შეიტყო, რომ იგეგმებოდა მისი თანამშრომლის მკვლელობა, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მიემართა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურისთვის, გაბუნიასთვის პირადი დაცვის გაძლიერებით შემოიფარგლა, რაც საერთოდ პარადოქსია.
„გვარამია კანონზე მაღლა რომ აყენებს თავის თავს, ეს ვიცით, მაგრამ მეორე საკითხია, რომ ის ნამდვილად დგას კანონზე მაღლა, ვინაიდან მიუხედავად ჩადენილი დანაშაულებებისა, მას პასუხს არავინ არ სთხოვს. ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კადიროვის დავალებით უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილი იქნა ქილერი, მაგრამ არ შეატყობინა საკუთარი ქვეყნის უშიშროების ორგანოებს. ამბობს, რომ არ ვენდობი, არ მინდოდა და არ შევატყობინეო. ეს ნამდვილი სურეალიზმია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ აღკევთა განზრახ მკვლელობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რომ ეს იცის, გასაგებია, მაგრამ გვარამიამ საიდან იცის? პარალელური უშიშროების სამსახური ჰყავს გვარამიას? როგორ ხდება ისე, რომ ყველაფრის შესახებ პირველი იგებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი მედიასაშუალება?! რამე მაგიას ფლობენ? შეიძლება ყველაფერზე პირველი ლაპარაკობდეს გვარამია?
წარმოიდგინეთ, რა ფანტასმაგორიაში ვიმყოფებით, თურმე გაბუნიას უთვალთვალებდნენ და გაბუნიას მოთვალთვალეებს უთვალთვალებდა გვარამია. ამ დროს აკავებენ ამ პიროვნებას, გამოდის გვარამია და ამბობს - დააკავეს იმიტომ, რომ გაბუნიას მოკვლა უნდოდაო. პირველი მან თქვა. დანიშნონ მაშინ ეს გვარამია ქვეყნის ხელმძღვანელად. არასერიოზულობის შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი და ამაზე მსჯელობაც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
სააკაშვილმა პროცესები ისე გაეთვალოს, რომ სადმე კვალი არ დარჩეს, ამაში ეჭვი არ ეპარება უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს ვახტანგ მაიასას, რომლის განცხადებით, ხელჩასაჭიდი ინფორმაცია, რომ რეალურად იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა, არ არსებობს. მაისაია არ გამორიცხავს, რომ გაბუნიას ლიკვიდაციის გეგმა სააკაშვილის მიერ იყოს შემუშავებული.
„ჩვენი ისეთი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ვცხოვრობდით, არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ძალა-უფლების შესანარჩუნებლად ყველაფრის მკადრებლები არიან. მეტსაც გეტყვით, უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მიხეილ სააკაშვილის წინააღდეგ იმ ბრალდებით, რომ ქმინდა არაფორმალურ სამხედრო ფორმირებას და თანხას ღებულობდა დონბასელი სეპარატისტებისაგან. ეს არის ოფიციალური ბრალდება, რომელიც აქვს წაყენეული.
ესენი არიან ბოლშევიკები, არ აერიდებიან არაფერს. ამიტომ, სუს-მა უნდა დადოს სამი კონკრეტული ინფორმაცია - დაკავების მოტივი; გვიჩვენოს ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცება, რაც საიდუმლოებას არ წარმოადგენს და მოახდინონ ამ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინ არის და რას წარმოადგენს. ასევე სუს-მა უნდა თქვას, იგეგმებოდა თუ არა გაბუნიას ლიკვიდაცია, რომ გვარმიას მიერ შეთხზულ ლეგენდას დაუსვას წერტილი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
წარმომიდგენია, რა საშინელებას დაატრიალებდნენ (ფლოიდი და ამერიკა მონაგონი იქნებოდა):
- აჰა, ხომ გაგვაფრთხილეს ჩვენმა მეგობარმა სენატორებმა, რომ ივანიშვილი პუტინთან არის შეკრული და საქართველოს დესტაბილიზაციაზე მუშაობსო?!.
ხომ დადასტურდა ერთ კვირაში?!.
ხომ მიართვა - სწორედ გავრილოვის ღამის წლისთავზე! - თავისი მაგინებელი ქართველი ჟურნალისტის თავი პუტინს და ხომ ასიამოვნა?!.
ხალხოოო, გამოდით გარეთ!!!
გამოდით და თქვით, გინდათ ამისთანა ხელისუფლება?
-არაა!
- არააა!
- ძირს პირსისხლიანი რუსი ოლიგარქიი!..
- ძირს მაგათი სამასხარაო არჩევნებიიი!...
აუუ, მტრისას!..
ჯერ იმაზე რა დღეში იყვნენ წინა ღამეს, "ბასიანში" რატომ შევიდა პოლიცია და რატომ დაიჭირა (ფაქტზე!) 8 ნარკოდილერიო! - მთელმა ნაცმხარდამჭერმა მედიამ და "ცნობადმა" სახეებმა ხომ ვენები გადაიჭრეს, ეს რას მოვესწარითო!..
ნაც-ჟურნალისტებმაც ეგრევე დაახეთქეს, რომ ამ ოპერაციის მიზანი იყო "ბიზნესის ახევა"! (ალბათ ბიძინას უნდა, რომ ორაშვილს ეს კლუბი აახიოს, აბა, თვითონ სადა აქვს ამისთანა რამის გახსნის თავი!:)).
"ბასიანის" დამფუძნებელმა ნაჯა ორაშვილმა კი პირდაპირ განაცხადა, თბილისი მოკვდა! მორჩა, თბილისი აღარ არსებობსო!..
აბა!.. აცხონოს ღმერთმა!
(ნეტა, კახი კალაძემ თუ იცის, რომ მკვდარი ქალაქის მერია?).
თუ დადასტურდა კი არა........ იმდენი ფაქტებია, უფრო სწორად დამთხვევები, რომ მე მაგ ვერსიაში ეჭვიც არ მეპარება ....უბრალოდ სხვა ვერსია არც კი შეიძლება იყოს...90 % ყველაფერი ზედაპირზე დევს ...
ვინ რააა.... როგორ..... ამ საქმეში ეგ მხოლოდ წვრილმანია....
ისე კი ,, დიადი საქმის გამო,, მაგ დებილ გაბუნიას რა იოლად ელეოდა
ჰოოოდა შენ წარმოიდგინე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეგენი რეებს აკეთებდნენ....
მერე ნახეს, რომ მეტისმეტად თეთრი ძაფით იყო მოჩხლართული ის საქმე და ვიღაც შორენამდე ჩამოვიდნენ - ახლა, მეტს ვერ დავუკლებთ და, ამის მოკვლას კი ნამდვილად აპირებდაო! :))
გუშინაც ხომ რაღაც ოპერაცია ტარდებოდა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე?
ახლა ველოდები ნიკა გვარამიას განცხადებას - ეს მეორე მის მოკვლას აპირებდა, თუ განუნიას მკვლელისა, რომ კვალი წაეშალა?