გია აბაშიძე FARA-ს დოკუმენტზე-სენსაციური ის იქნებოდა, რომ უსამშობლოებს აშშ-ში ლობიზმისთვის არ დაეხარჯათ ფული და

გია აბაშიძე FARA-ს დოკუმენტზე-სენსაციური ის იქნებოდა, რომ უსამშობლოებს აშშ-ში ლობიზმისთვის არ დაეხარჯათ ფული და "სახრავი ძვალი" არ მიეგდოთ კონგრესმენი უილსონისთვისაც - აშშ-ში "ნაცების" $360-ათასიანი კონტრაქტი დაფიქსირდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებზე, საიდანაც ირკვევა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამერიკული ლობისტური კომპანია დაიქირავა და შემოწირულობებს კონგრესმენი ჯო უილსონიც იღებდა, აცხადებს, რომ „სენსაციური ის იქნებოდა, რომ უსამშობლოებს აშშ-ში ლობიზმისთვის არ დაეხარჯათ ფული და "სახრავი ძვალი" არ მიეგდოთ კონგრესმენი უილსონისთვისაც“.

აბაშიძის თქმით, „ეს თანხები დაიხარჯება იმისთვის, რომ მეტი სიყალბე და ტოქსიკური დეზინფორმაცია გავრცელდეს საქართველოზე, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით“.

„სენსაციური ის იქნებოდა, რომ უსამშობლოებს აშშ-ში ლობიზმისთვის არ დაეხარჯათ ფული და "სახრავი ძვალი" არ მიეგდოთ კონგრესმენი უილსონისთვისაც - აშშ-ში "ნაცების" $360-ათასიანი კონტრაქტი დაფიქსირდა.

საქართველოში დამტკიცებულ ანალოგიურ FARA-ს ე.წ. რუსულ კანონს უაზროდ ებრძვიან ჩვენი ქვეყნის ყველა ჯურის მტრები, თუმცა თვით აშშ-ისა და ევროპის გამჭვირვალობის მექანიზმებმაც მკაფიოდ დაგვანახეს ნაცსექტის ავაზაკური სახე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ "ნაცებმა" ამერიკული ლობისტური კომპანია “ნელსონ მალინსი” (Nelson Mullins Riley & Scarborough, LLP) დაიქირავეს. ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულებას სააკაშვილის პარტიის გენმდივანი პეტრე ცისკარიშვილი აწერს ხელს.

11 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ლობისტურ კომპანიას ამ ანტიქართულმა ძალამ 360,000 აშშ დოლარი გადაუხადა, რომელიც ლობისტების 6 თვის საქმიანობის ღირებულებას შეადგენს. 

რასაკვირველია, ეს თანხები დაიხარჯება იმისთვის, რომ მეტი სიყალბე და ტოქსიკური დეზინფორმაცია გავრცელდეს საქართველოზე, განსაკუთრებით 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. 
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ “ნელსონ მალინსის” სათავო ოფისი "დოლარმადიდებელი" ჯო უილსონის მშობლიურ შტატში, სამხრეთ კაროლინის ქალაქ კოლუმბიაში მდებარეობს.

წლების განმავლობაში, ლობისტური კომპანია აქტიურად აფინანსებს აშშ-ის ორივე პარტიის კონგრესისა და საპრეზიდენტო კანდიდატების პოლიტიკურ კამპანიებს (Donations to PAC), მათ შორისაა ავადასახსენებელი ჯო უილსონი. ღია წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უილსონის კამპანიისთვის ლობისტურ კომპანიას ჯამში 87,500 აშშ დოლარი აქვს შეწირული (ბოლო 20 წლის განმავლობაში). 2024 წლის კონგრესის არჩევნებისთვის კი „ნელსონ მალინსმა“ პოლიტიკურ კამპანიას 10,000 აშშ დოლარი შესწირა. კომპანიის მიერ დაფინანსებულ კანდიდატებს შორისაა სამხრეთ კაროლინელი სენატორი ლინდსი გრემიც, რომლის 2024 წლის კამპანიასაც „ნელსონ მალინსმა“ ჯამში 35,000 აშშ დოლარი შესწირა.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური შემოწირულობები ხორციელდება არა მხოლოდ აღნიშნული კომპანიის სახელით, არამედ მასში დასაქმებული პირების სახელითაც, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ლობისტებისთვის ნაციონალური მოძრაობის გადახადილი თანხა კონგრესმენ ჯო უილსონის კამპანიას მოხმარდება, რის სანაცვლოდაც კონგრესმენი განაგრძობს მავნებლურ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოზე და შეეცდება დამტკიცდეს ე.წ. "მეგობარი აქტი".

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ლობისტური კომპანია იქნება "ნაციონალური მოძრაობის" დიპლომატიური წარმომადგენელი შეერთებულ შტატების სამთავრობო უწყებებთან და ასევე დაეხმარება პოლიტიკურ პარტიას უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში საინტერესოა, რომ "ნაცები" საერთოდ არ გეგმავენ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ იქნება სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის "გაშავების" მორიგი ბინძური მცდელობა."-წერს აბაშიძე.

მარბიელი რამოდენიმე დღის წინ მეცოცხე წითლიძემ სრულიად უარგუმენტოდ მამა გაულანძღა გახარიელ წულაიას; წულაია წითლიძეს ორალური სექსით დაემუქრა (თუ შეპირდა) წულაიას წითლიძეზე დასაფარებლად გაზეთი უკვე შეუძენია ...
6 საათის უკან
მარბიელი წულაია თავის საქმეს მიხედავს...
მთავარი გამომრჩა - ცისკარიშვილი და ვილსონი რა "კაცებიც: არიან, მთელმა საქართველომ იცის
მე ნაინტერესებსის 360 ათასი რამდენად კანონიერად ჰქონდა ცოცხიანებს
5 საათის უკან
მარბიელი აგერ ახლა ხოშტარია წერს, ანგარიშები დამიყადაღეს, სულ 17 ლარი იყო, დანარჩენი გადავმალეო!!! რახან რუსის აგენტია? თანხის გადამალვა დანაშაული არაა?
5 საათის უკან