დავით საყვარელიძის დაკითხვაზე დაბარებას მეტად უცნაური სვლები მოჰყვა. ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის კითხვები 2004 წელს თბილისის მერიაში მუშაობის დროს რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით უნდა დაესვა. თუმცა დავით საყვარელიძემ არ ისურვა დაკითხვაზე მისვლა და აღნიშნა, რომ, როგორც ყოფილი პროკურორი, პატივს სცემდა გამოძიებას, თუმცა ეს არ იყო ჩვეულებრივი გამოძიება, ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი - ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა თავისი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამიტომ, პოლიტიკურ დევნას იგი უპასუხებდა კონკრეტული საჯაროობით...
„არ მსურს, ხელი შევუწყო პოლიტიკური დევნისა და სიბინძურეში, ჩვენი გასვრის პროცესში დღევანდელ ხელისუფლებას, ამიტომ, ყველა კითხვას საჯაროდ ვუპასუხებ. ვაცხადებ მზადყოფნას, ნებისმიერი კითხვა გამომიგზავნონ საჯაროდ და მე საჯაროდ ვუპასუხებ“.
ამის შემდეგ 2012 წლის 11 დეკემბერს დავით საყვარელიძისთვის უწყების ჩასაბარებლად გამომძიებლები მის საცხოვრებელ მისამართზე გამოცხადდნენ, თუმცა იქ დახვდათ ქალბატონი, რომელმაც უარი განაცხადა უწყების ჩაბარებაზე. მოგვიანებით, საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსი გამომძიებლი დავით ჩუბინიძე მას დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და ჰკითხა, თუ რა მისამართზე მიეტანა უწყება პირადად მისთვის ჩასაბარებლად, რაზედაც მიიღო პასუხი, რომ გამოძიებისათვის საინტერესო თემასთან დაკავშირებით პროცესში მთლიანად ჩართული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და გამოძიებას ჯერ იგი უნდა დაეკითხა, ამის შემდეგ კი გამოცხადდებოდა გამომძიებელთან. უწყების დატოვება კი მოითხოვა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე.
მოგვიანებით, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დავით საყვარელიძის იძულებით დაკითხვაზე მიყვანა არ გამორიცხა, თუმცა ამისთვის პარლამენტის შესაბამისი ნებართვა იყო საჭირო. მოლოდინის მიუხედავად, დავით საყვარელიძე დაკითხვაზე კვლავაც არ გამოცხადდა, მისთვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე „ხადურის უწყებაში გაუგებარი მიზეზების გამო სიარული“ და მისმა კომენტარმაც არ დააყოვნა: „ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი დეპუტატის სტატუსი და კომიტეტის სხდომაა, ვიდრე ხადურის უწყებაში გაუგებარი მიზეზებით სიარული“.
საყვარელიძესთან დაკავშირებული გაუგებრობა ამითაც არ ამოწურულა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კვლავაც მოწმედ დაბარებული დავით საყვარელიძე ამჯერად ბრიუსელში გაემგზავრა. კონკრეტულად რა მიზნით იმყოფება დავით საყვარელიძე ბელგიის დედაქალაქში, ვისთან ერთად გაემგზავრა და როდის დაბრუნდება სამშობლოში, მისი პარტიის პრესსამსახურში არ იციან.
აღსანიშნავია, რომ დავით საყვარელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პირველი დეპუტატია, რომელსაც სამართალდამცავები დაკითხავენ. მომხდართან დაკავშირებით უკვე გავრცელდა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადება: „სამართალდამცველები განსაკუთრებით დელიკატურები უნდა იყვნენ, როცა საქმე პარლამენტის წევრს თუ მაღალი დონის პოლიტიკურ მოღვაწეს ეხება. თავისი ნათქვამი დავით უსუფაშვილმა იმით ახსნა, რომ, თუ სამართალდამცავები არ გაფრთხილდებიან, ამას მოჰყვება უსაფუძვლო ხმაური, რაც ქვეყნის ინტერესი არ არის და ამას ყველამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს.
For.ge დაინტერესდა, როგორ უნდა მოხერხდეს დავით საყვარელიძის დასაკითხად მიყვანა. ამდენად, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის საინტერესო სვლებთან დაკავშირებით ადვოკატებს ვესაუბრეთ.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ პარლამენტის წევრს მართლაც იცავს იმუნიტეტი, მაგრამ პარლამენტის წევრს არ აქვს იმუნიტეტი კოდექსში დაწერილ შემდეგ საკითხთან დაკავშირებით, როცა შეიძლება მისი მოწმედ, ეჭვმიტანილად, ბრალდებულად დაკითხვა. თუ ის თავს არიდებს და არ ცხადდება დასაკითხად, ასეთ შემთხვევაში, პროკურატურამ, დადგენილი სისხლის სამართლის პროცესის თანახმად, უნდა მიმართოს და პარლამენტიდან აიღოს ამის ნებართვა. თუ პირი კიდევ არ ცხადდება დასაკითხად, ამის შემდეგ დასაშვებია ზომები მისი იძულებითი წარდგენის შესახებ.
„თუ თავს არიდებს გამოძიებას, ამაზე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლი და უნდა დაიწყოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ვინაიდან იგი თავს არიდებს მოწმის სახით დაკითხვას. თუმცა, ამ შემთხვევაშიც პარლამენტის ნებართვაა საჭირო, მისი იმუნიტეტიდან გამომდინარე. დღეს არ მივა დაკითხვაზე, ხვალ არ მივა, პროკურატურამ უნდა გაატაროს სათანადო ზომები და მიაბრძანოს იქ.
დავით საყვარელიძე დეპუტატია, ასე ვთქვათ, ხალხის რჩეულია და ვალდებულიცაა, თუ პროკურატურას, სამართალდამცავ ორგანოს გააჩნია რაიმე ტიპის კითხვები მის მიმართ, პირველ რიგში, დეპუტატი უნდა გამოცხადდეს და გასცეს პასუხი. იქნებ, მისი ჩვენება ხელს აძლევს უმძიმესი დანაშაულის გახსნას? იქნებ, მკვლელობის საქმეზე კითხავენ და დაინახა, როგორ მოკლა პეტრემ პავლე. რას ჰქვია, არ მიდის. ვერ გავიგე, ეს რა პოზაში ყოფნაა, ბოლოს და ბოლოს, კრიმინალია?! კანონიერი ქურდები თავისით არ მიდიან ხოლმე დაკითხვაზე, ასეთი წესი აქვთ, იძახიან, არაქურდულია და ჯობს, მიმიყვანონო. ასევე იქცევა დავით საყვარელიძე. სულ ვაცხადებდი, ეს არის კრიმინალების ბანდა ნაციონალების სახით, ერთი-ორი კაცის გამოკლებით“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
მისი თქმით, ნებისმიერი დეპუტატი სახელმწიფოებრივად რომ აზროვნებდეს, უნდა მივიდეს და მისცეს ჩვენება. რაც შეეხება საყვარელიძის მოთხოვნას, შეკითხვები საჯაროდ გამომიგზავნეთ და პასუხს გაგცემთო, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, „გამოძიება და საჯაროობა მე ჯერ არ გამიგონია“. მისი აზრით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არსებობს საკითხები, რომლებიც არ უნდა გახმაურდეს.
„ასეთი პირი რომ იჯდა გენერალური პროკურორის მოადგილედ, ამიტომაც მივიღეთ ამდენი პოლიტპატიმარი და უდანაშაულო ადამიანი ციხეში. ბრიუსელიდან რომ ჩამოვა, თუ თავისი ნებით არ მივა, ძალით მიაბრძანებენ. ერთხელ მიაბრძანებენ, ორჯერ და იმედია, მერე აღარ გამოაბრძანებენ და კარგა ხანს მოუწევს იქ ყოფნა“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
ადვოკატ ლია მუხაშავრიას განმარტებით, როგორც წესი, პარლამენტის წევრი მაღალი დონის პოლიტიკურ მოღვაწედ ითვლება. გარდა ამისა, ადვოკატი ადასტურებს, რომ დავით საყვარელიძეს იცავს იმუნიტეტი და პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე მის წინააღმდეგ რაიმე იძულების ღონისძიების გატარება, მათ შორის, დაკითხვაზე მიწვევა დაუშვებელია.
„ამიტომ უნდა შევეჩვიოთ, რაკი კაცი პარლამენტშია და იმუნიტეტით სარგებლობს, დაკითხვაზე მიუსვლელობის გამო მას ვერ გავკიცხავთ, რადგან კანონი მის მხარესაა. უნდა სცოდნოდათ სამართლადამცავებს, რომ ამ „კოზირს“ გამოიყენებდა საყვარელიძე და დაკითხვას თავს აარიდებდა. იგი სარგებლობს ამ სიტუაციით და ამბობს, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა, იძულება და სხვა. ამიტომ წერილობით უნდა მოსთხოვონ და, თუ არ მივა, ამის გამო ალიაქოთი კი არ უნდა ატყდეს, - გადადონ. ერთ კვირაში თუ არ დაკითხეს, დაიქცევა ქვეყანა?!“ - კითხულობს ადვოკატი.
მუხაშავრიას თქმით, არაფერი დაშავდება, თუ მანამდე სხვებს დაკითხავენ, მოაგროვებენ სხვა მტკიცებულებებს და მის გარეშეც შეუძლიათ, საქმე გამოიძიონ. მოგვიანებით იგი ბრალდებულად თუ იქნება ცნობილი, ოფიციალურად უკვე ამის შემდეგ სჭირდება პარლამენტის თავმჯდომარის თანხ