გენერალი უჩავა დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის წინააღმდეგ

გენერალი უჩავა დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის წინააღმდეგ

სასჯელაღსრულების № 8-ე დაწესებულებაში მყოფმა გენერალმა გია უჩავამ, რომლის სახელსაც 26 მაისის მოვლენები უკავშირდება, მიხეილ სააკაშვილს შეწყალების თხოვნის გაუქმების თაობაზე მიმართა, რომელიც მან 2012 წლის 26 ივნისს დაწერა. უჩავა ითხოვდა, რომ პრეზიდენტს, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, შეეჩერებინა განცხადება შეწყალების თაობაზე, რადგან მისგან მიღებული ყველა ჩვენება ფიზიკურ ძალადობას, მისი ოჯახის მძევლად აყვანასა და ღირსების შემლახავ მოპყრობას უკავშირდებოდა.  

ფაქტია, რომ გია უჩავა ბადრი ბიწაძის საქმეში მთავარი მოწმეა და სწორედ მის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე დაიწყო ნინო ბურჯანაძის მეუღლის სამართლებრივი დევნა.

იმ დროს ამბობდნენ, რომ გენერალმა უჩავამ „შეფიცულები“ გასცა, თუმცა კარგა ხანია, ის ზეწოლაზე საუბრობს. მას შემდეგ, რაც მან უდო-ს კომისიისგან გათავისუფლების მოთხოვნაზე უარი მიიღო, 30 ნოემბრიდან ოფიციალური შიმშილობა დაიწყო. მისთვის გაუგებარია, ახალი ხელისუფლება რატომ არ ათავისუფლებს და ამჟამად იგი ვისი პატიმარია?!  

For.ge გია უჩავას ადვოკატს კახა მუმლაძეს ესაუბრა.  

- გენერალი გია უჩავა შაბათი დღიდან შიმშილობს, რადგან უდოს (ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას) მივმართეთ წინა მიმართვის დროს, როცა ნაციონალური რეჟიმი იყო ქვეყნის სათავეში, მაშინ გვითხრეს, ქულები არ ეყოო. ახალ ხელისუფლებასთან მიმართებით გაჩნდა ახალი იმედი, რადგან გენერალი გია უჩავა იყო პირადად სააკაშვილისა და მისი რეჟიმის პატიმარი. გვეგონა, ახალი ხელისუფლება მას ვადაზე ადრე გათავისუფლების უფლებას მისცემდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ პასუხიც არ გვაღირსეს. 2 ნოემბერს შევიტანეთ განცხადება ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიაში და პასუხიც არ მიგვიღია არც მე, მის ადვოკატს, და არც - თვითონ  პატიმარს. უბრალოდ, გენერალი უჩავა სვამს კითხვას, თუ მე 1-ელ ოქტომბრამდე ვიყავი სააკაშვილის და იმ რეჟიმის პირადი პატიმარი, ახალ რეალობაში და ახალი ხელისუფლების პირობებში ვისი პირადი პატიმარი ვარ? მას სურს მიმართოს სასამართლოს და თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს თავისუფალი სასამართლოს წინაშე. მან უარი თქვა შეწყალებაზე, რაზეც ოფიციალურად მივმართეთ პრეზიდენტს, რადგან ახალი რეალობიდან გამომდინარე, ტერორი არ ხორციელდება მისი ოჯახის მიმართ. კერძოდ, მის სახლში ორი შეიარაღებული პიროვნება 24 საათის განმავლობაში მორიგეობდა და, თუ გენერალი უჩავა შეცვლიდა ჩვენებას ან რაიმე ზედმეტს იტყოდა, იგი გაფრთხილებული იყო, რომ მისი ოჯახი ფიზიკურად განადგურდებოდა. ეს ხდებოდა მისი დაკავებიდან მოყოლებული, სანამ ბადრი ბიწაძის პროცესი არ ჩატარდებოდა. პროცესის წინაც კი გენერალი უჩავა გაიყვანა პროკურატურამ და მას ჩვენ ამაოდ ველოდით სასამართლოზე დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში. სასამართლო გადაიდო და არ ტარდებოდა. შემდომ გაირკვა, რომ მასთან შესულან პროკურატურის თანამშრომლები, რამდენჯერმე წააკითხეს ჩვენება, რომელიც მისი დაწერილი არ იყო, ამოაწერინეს გარკვეული დეტალები, რომ სასამართლოზე არ შეშლოდა ის ჩვენება, რომელიც იმ ხელისუფლებისთვის სასურველი იყო. როდესაც სასამართლოზე მათ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენებები, ჩემი და თვითონ გენერალ უჩავას დაჟინებული მოთხოვნით, მისი ოჯახიდან გაიყვანეს შეიარაღებული პირები.

გია უჩავამ იც, ეს შეიარაღებული ადამიანები ვინ იყვნენ და შეძლი მათი ამოცნობა?

- ესენი ოფიციალურად იყვნენ მიმაგრებულნი, თითქოსდა, გენერალი უჩავა ჩასმული იყო დაცვის პროგრამაში და დაცვის ამ პროგრამით, სოდის სპეციალური დანიშნულების განყოფილების მუშაკებს მინიჭებული ჰქონდათ ის უფლება, რომ დღისა და ღამის განმავლობაში მის ოჯახში ჩვეულებრივ პოსტზე ყოფილიყვნენ.

ანუ მძევლად იყო აყვანილი მისი ოჯახი?

- რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ეს არავითარ პროგრამას არ ემსახურებოდა, ოჯახი იყო მძევლად. პურზე რომ სდომებოდათ წასვლა, ან ნაგვის გადასაყრელად, სპეციალური დანიშნულების განყოფილების ერთი მუშაკი რჩებოდა ოჯახში, ერთიც მიჰყვებოდა მისი ოჯახის წევრს. თუ მათ სადმე სხვაგან დამატებით უნდოდათ წასვლა, ვალდებულნი იყვნენ „უფროსობისთვის“ მოეხსენებინათ, სპეციალური მანქანა მიაკითხავდა და ამ მანქანით გადაჰყავდათ. ყველაფერი კონტროლზე იყო აყვანილი კუდისა და სოდის მიერ.

გავრცელებული ინფორმაციით, გენერალი უჩავა დათა ახალაიამ ჩაისვა მანქანაში, როდესაც 22 მაისს იგი აიყვანეს და ეს ხდებოდა ტრაგიკულ 26 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე.

- თავდაპირველად გენერალი უჩავა მანქანაში ჩაისვეს სხვებმა, მაგრამ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუჯინეს დათა ახალაიას. გენერალი უჩავა ჩააგდეს მის მანქანაში, შემდეგ იქიდან, პრინციპში, ძალიან მოკლე მანძილია კუდის ტერიტორიამდე და საბურთალოზე, მოდულის შენობამდე როცა მიიყვანეს, მან გასცა ბრძანება, რომ ეცემათ უჩავა, თუმცა ყვიროდა, სახეში არ დაერტყათ. გენერალს ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნები, დატეხილი ჰქონდა ხელის თითები, პირადად მე რაც ვნახე ჩემი თვალით, მარჯვენა ყური გატეხილი და დასიებული ჰქონდა. შემდგომ დათა ახალაიამ მიაყენა კედელზე და დახვრეტის იმიტაცია გაითამაშა, ორჯერ ისროლა მისი მიმართულებით, რომ დაეშინებინა. შემდგომ აჰყავთ სოსო თოფურიძის კაბინეტში, სადაც პირდაპირ უთხრა სოსო თოფურიძემ, ხომ შეიძლება, შენი ოჯახის წევრები შემთხვევით მანქანამ გაიტანოს, ან რაღაც უბედური შემთხვევა მოხდეს, გაზით გაიგუდონ, ან კიდევ თავი ჩამოიხრჩონ, ეს ჩვენ შეგვიძლიაო. ეს იყო ისეთი რეალური მუქარა, მათ ეს ძალიან კარგად გამოსდიოდათ და ეხერხებოდათ.  

ჩემი ინფორმაციით, გენერალი უჩავა იმ აქციების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.  

- საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიიდან გაიტაცეს, აიყვანეს იქვე სპორტის სასახლესთან და გადააჯინეს დათა ახალაიას მანქანაში. სხვათა შორის, ამ ყველაფრის მხილველია ნინო კომახიძე, გაზეთ „ვერსიის“ ჟურნალისტი, რომელმაც მისდია იმ მანქანას და თავისი თვალით დაინახა, რომ გადააჯინეს სხვა მანქანაში. შემდგომ, როცა ეს ინფორმაცია გავაჟღერეთ, ის თვითონ დამიკავშირდა და მითხრა, ჩემი თვალით მაქვს ეს ნანახი, მაგრამ უბრალოდ, ვერ დავინახე, ვის მანქანაში გადასვესო.

ფაქტია, რომ 26 მაისის აქცებ დრ გია უჩავას ჩვენეამ ძალი უარყფით შედეგი გამოიღო. ფაქტობრივად, მან ბადრი ბიწაძ წინააღმდეგ მისცა ჩვენება, რომ აქციის მონაწილეებს თურმე .. მოლოტ კოქტელები და შურდულები ჰქონდათ.

- თავიდან ასეთი მოთხოვნა ჰქონდათ ახალაიებს და თოფურიძეს, რომ ნინო ბურჯანაძის წინააღმდეგ ყოფილიყო მისი ჩვენებები. აბსოლუტურად გათვლილი ჰქონდათ ყველაფერი, მაგრამ მან უთხრა, მე არც კი შევხვედრივარ ბურჯანაძეს, ერთხელ მაქვს ხელი ჩამორთმეული თუ ორჯერო. მაშინ სოსო თოფურიძემ უთხრა, ახლა წავალ უფროსობასთანო, გავიდა კაბინეტიდან, დატოვეს გია უჩავა და ჩამოსვლის შემდეგ ეუბნება, მაშინ ბადრი ბიწაძეზე უნდა მოგვცე ჩვენება, თანაც, უთხრეს, ბადრი ბიწაძე ჩვენ არ გვაწყობს კამერაში, მას გავუშვებთ, როგორც ოქრუაშვილს. ამიტომ, თუ შენ ახლა ბადრი ბიწაძეზე ჩვენებას არ მოგვცემ, შენი ოჯახი განადგურდება. აგრეთვე, თანამებრძოლებით დაემუქრნენ. მე თვითონ ომის ვეტერანი და ინვალიდი ვარ. გია უჩავა ჩემი უფროსი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ერთად გვიომია და თანამებრძოლებიც ვყოფილვართ. გენერალი უჩავა, როგორც თავისი ოჯახის წევრებზე, ისე ზრუნავდა თავისი მეგობრებისთვის, ომის ვეტერანებისა და ინვალიდებისთვის. ეს ძალიან კარგად იცოდნენ და უთხრეს, ყველა მათგანს, დანარჩენ ბიჭებს - ვეტერანებსა და ინვალიდებს, შეფიცულებს, ვინც ამ აქციებში იღებდა მონაწილეობას, დავიჭერთო. შემდგომ, არც ბურჯანაძე იქნება მათი პატრონი, არც ბიწაძე და არც არავინო. თვითონ პირადად მის ფიზიკურ განადგურებაზე არ ყოფილა საუბარი, უთხრეს, შენ ასაკში ხარ და ციხეში ვერ გაძლებო.

ის თუ უთხრეს, ბადრი ბიწაძე რატომ არ აწყობდათ ციხეში?

- ეს სოსო თოფურიძემ იცის და დათა ახალაიამ.

ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ მისმა ჩვენებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია და 26 მაისის მოვლენებში დამნაშავედ გამოიყვანა ეს ადამიანები. მოგვიანებით, თუნდაც ზეწოლის შედეგად მიცემული ჩვენების სიმძიმეს თუ განიცდიდა გია უჩავა?

- როდესაც ბადრი ბიწაძის პროცესი დამთავრდა, მართალია, ადვოკატებსაც გვისმენდნენ და ყველას გვისმენდნენ, მაგრამ, პირადად მე, როგორც უჩავას ადვოკატმა, მათ ადვოკატს, ლევან სამუშიას, პროცესის შემდეგ ვუთხარი, რომ მე ვარ გიას ადვოკატი და ჩვენ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. მივანიშნე ამ ყველაფერზე, მაგრამ მათგან არ იყო არანაირი რეაგირება. შემდგომ ლევანი კიდევ ვნახე ციხეში. ჩვენ მზად ვიყავით, ეს ჩვენებები შეგვეცვალა, გვეთქვა სიმართლე, თუ გია უჩავას ოჯახის სიცოცხლის გარანტია გვექნებოდა, თვითონ იგი მზად იყო ყველაფრისთვის, თუ მის ოჯახს გაიყვანდნენ, რომ სიმართლე ეთქვა, მაგრამ მათი მხრიდან არ იყო შეხვედრის სურვილი. ვერ გეტყვით, ნინო ბურჯანაძემდე მივიდა თუ არა ეს ინფორმაცია და უთხრეს თუ არა. თუ მან ეს არ იცოდა, ეს სხვა საკითხია. თუ იცოდა და ამაზე არ წამოვიდნენ, ესეც მათი საქმეა.

ყოველ შემთხვევაში, საკუთარ ჩვენებას განიცდიდა?

- განიცდიდა კი არა, მზად იყო, ყველაფერი ეთქვა ჯერ კიდევ 2011 წელს.

იმ პერიოდში გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ გენერალი უჩავა შეგზავნილი იყოშეფიცულებთან“.

- უჩავა რომ შეგზავნილი ყოფილიყო, იგი დღეს ციხეში არ იქნებოდა. წელიწადი და შვიდი თვე გავიდა, უკვე მერვე თვე დაიწყო და ციხეშია.

მაგრამ საიდან მოხვდაშეფიცულებში“?

- ეს იყო ირაკლი ბათიაშვილის შეთავაზება 2011 წლის 4 იანვარს. მან სთხოვა, პატრონობა გაეწია „შეფიცულებისთვის“, რომლებსაც ადრე „ქომაგი“ ერქვა. მათი მიზანი იყო აქციების ორგანიზება, ფართომასშტაბიანი აქციების დროს მომიტინგეების ფიზიკურად დაცვა ზონდერებისგან. ე.წ. მენაგვეებიც კი ზონდერები იყვნენ. ამიტომ, ყოველგვარი პროვოკაცია უნდა აერიდებინათ აქციის მონაწილეებისთვის, რომლებიც მშვიდობიანად აფიქსირებდნენ პროტესტს. ეს არის გენერალი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში, მის ჩამოყალიბებასა და სტრუქტულ წარმონაქმნად შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის. მან შექმნა სამხედრო პოლიცია და წესრიგი შეიტანა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.      

ყოფილმა ხელისუფლებამ მაინცდამაინც გია უჩავაზე რატომ შეაჩერა არჩევანი? მისი სამხედრო წარსულიდან გამომდინარე

- დიახ, სად ის, რომ 26 მაისის მოვლენებზე გენერალი საუბრობს და სად ის, რომ ჩვეულებრივი, უბრალო რიგითი. მათ ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ.

სტ ომის შესახებ მას როგორი რეაქც ჰქნდა?

- ბატონი გია უკვე 2004 წლიდან გაათავისუფლეს. თადარიგში გადაიყვანა იმ ხელისუფლებამ, არა მარტო ბატონი გია, არამედ - უმაღლესი გენერლები და ოფიცრები.

ნინო ბურჯანაძესთ შეხვედრა და სიმარის თქმა არ უცდია?

- ჩვენ ეს ყველაფერი ოფიციალურად დავაფიქსირეთ და ბატონმა გიამ უარი თქვა შეწყალებაზე. ოფიციალურად მივმართეთ მთავარ პროკურორს, რომ თავიდან დაიწყოს ამ საქმის გამოძიება, ჯერჯერობით, არავინ შეგვხმიანებია, რათა დაიწყოს მისი თავიდან დაკითხვა. შესაძლოა, პროკურატურას ჯერჯერობით, არ სცალია ამისთვის, მაგრამ დათა ახალაიასა და სოსო თოფურიძის წინააღმდეგ გენერალი უჩავა ერთ-ერთი საუკეთესო მოწმე იქნებოდა.

26 მაისის დარბევებს როგ ღივამდა, როცა ესმოდა, რომ შეყარეს ხალხი კინოთეა რუსთაველშ და გაუსწორდნენ, ასევე, მაღაზიის თავზე აღმოაჩინესდენით დაღუპულიადამიანები?

- გარკვეული პერიოდის, თვეების განმავლობაში მასთან მხოლოდ და მხოლოდ მე მიწევდა ურთიერთობა. ცალკე კამერაში შევყავდით, სადაც ჩვენი საუბრები ისმინებოდა, თუმცა, ძალიან განიცდიდა, რომ იქ მსხვერპლი იყო. ამასთან, განიცდიდა უშედეგო აქციებს.

ლიდერებ შეცდომებზე ხომ არ საუბრბდა?

- არა, მას ასეთი ღია შეფასება არ გაუკეთებია. ეს რომ ეთქვა ჩემთვის, ამას მოისმენდნენ. რუსეთუმეებზე იყო საუბარი და ამის შესახებ ასეთი რამ მითხრა, მე რუსეთს ვებრძოდი აფხაზეთში, სამაჩაბლოში, აბსოლუტურად ყველგან, და როგორ უნდა ვყოფილიყავი ქართველი გენერალი რუსეთის აგენტიო?! კაცი, რომელიც იმ ხელისუფლებას საპროტესტო აქციებით ებრძოდა, ასეთი ზემოქმედების ქვეშ რას არ იტყოდა - ბომბეიდან გვირაბი გავიყვანეო. მით უმეტეს, უცხადებდნენ, ბადრი ბიწაძე ჩვენ არ გვინდა ციხეში და შენ, როგორც პასუხისმგებლიანმა გენერალმა, გააკეთე ანალიზი და გადაარჩინე შენიანებიო. ჩვენ, მის ახლობლებს, მეგობრებს, მის ოჯახს ფიზიკურად თუ გაგვანადგურებდნენ, შედეგიც არაფერი იქნებოდა.