როგორ მზადდება ნამდვილი ყაურმა!

როგორ მზადდება ნამდვილი ყაურმა!

ინგრედიენტები

გულღვიძლი (ძროხის ან ღორის) - 1 კგ

კარაქი - 2 ს/კ

ხახვი - 3 თავი

დაფნის ფოთოლი - 2 ცალი

ტომატპასტა - 2 ს/კ

ქინძი - 1 ჩ/კ

შავი პილპილი - 1 ჩ/კ

ნიორი - 4 კბილი

წვრილად დაჭრილი ოხრახუში

მომზადების წესები

დაჭერით 1 კგ გულღვიძლი, ძროხის ან ღორის, საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩაშუშეთ მისივე წვენში.

წვენი რომ  ამოშრება დაუმატეთ 2 ს.კ კარაქი და 3 თავი ხახვი, 2 ც დაფნა.

კარგად მოშუშეთ. დაუმატეთ 2 ს.კ ტომატი, 5 წთ-ის შემდეგ კი 1 ჩ.კ ქინძი , 1 ჩ.კ შავი პილპილი, 4 კბილი ნიორი, მარილი და იმდენი წყალი, რომ შემოადგეს.

ხარშეთ სანამ გულღვიძლი არ მოიხარშება კარგად. სუფრაზე მიიტანეთ ცხლად,მოაყარეთ ოხრახუში.