ესპანეთში პოლიციამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის დარღვევის 837 ათასი ფაქტი დააფიქსირა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა NOS-ი ავრცელებს.
ჯარიმის ოდენობა 600-დან 10 ათას ევრომდე მერყეობდა, 7500 ადამიანი კი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა.
საფრანგეთში კარანტინის დარღვევის შემთვევების რაოდენობამ 915 ათასს მიაღწია, ჯარიმის ოდენობა კი 135 ევროს შეადგენდა.
რაც შეეხება სხვა ევროპულ ქვეყნებს, იტალიაში კარანტინის დარღვევის 418 000 ფაქტი, ბელგიაში - 27 000, ნიდერლანდებში - 8 800, დიდ ბრიტანეთში კი 6000 ფაქტი დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.