ლოს-ანჯელესში არეულობები, როგორც ჩანს, კარგად ორკესტრირებული, კოორდინირებული და დაფინანსებულია, - განაცხადა კალიფორნიის ცენტრალურ ოლქში აშშ-ის პროკურორმა, ბილ ესეილიმ.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომ ვეცადოთ, გამოვავლინოთ, ვიპოვოთ და დავაკავოთ ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ ამ მიმდინარე არეულობების ორგანიზებაში, მხარდაჭერაში, დაფინანსებასა თუ ხელშეწყობაში“, - აღნიშნა პროკურორმა.
„ჩვენ გვინდა გავიგოთ, ვინ არიან ეს ადამიანები და საიდან მოდიან ეს ორგანიზაციები“, - დასძინა მან.