რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

8 მაისის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 10 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ქვეყანაში COVID-19-ით 187 859 დაავადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 1723 პაციენტი გარდაიცვალა, 26 608 კი გამოჯანმრთელდა.