როგორც ჩანს რაც დრო გადის სენსაციებზე გამოკიდებაღა რჩება ოპოზიციური აზრის მთავარ მიმართულებად, ოღონდ ხშირად თავად ეს სენსაციურობა აბსურდში გადადის. თავი რომ დავანებოთ მათ შოკისებრ პროგნოზებს, ამ წელს ეკონომიკის ჩამოშლაზე, მაღალ ინფლაციაზე, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების კატასტროფულ შემცირებაზე, ლარის გაუფასურებაზე თუ საგარეო ვალების ზრდაზე, რაც მთლიანად აცდენილია რეალობას ანუ დღევანდელ ეკონომიკურ პარამეტრებს, ახლა მორიგი სიბრძნე შემოგვთავაზა ბატონმა გიგა ბედინეიშვილმა, - წერს ეკონომიკის ექსპერტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი, კონსპირაციებში გადადის, როდესაც აცხადებს, რომ თითქოს, ბიძინა ივანიშვილს არ აწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში, რადგან სხვა ინვესტორებთან შედარებით, კონკურენციის გამო, მისი გავლენები, შემცირდება. მისივე განცხადებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ციკლურობა ახასიათებს, რაც ბევრი ქვეყნის მაგალითით შეიძლება დადასტურდეს.
"როგორც ჩანს რაც დრო გადის სენსაციებზე გამოკიდებაღა რჩება ოპოზიციური აზრის მთავარ მიმართულებად, ოღონდ ხშირად თავად ეს სენსაციურობა აბსურდში გადადის. თავი რომ დავანებოთ მათ შოკისებრ პროგნოზებს, ამ წელს ეკონომიკის ჩამოშლაზე, მაღალ ინფლაციაზე, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების კატასტროფულ შემცირებაზე, ლარის გაუფასურებაზე თუ საგარეო ვალების ზრდაზე, რაც მთლიანად აცდენილია რეალობას ანუ დღევანდელ ეკონომიკურ პარამეტრებს, ახლა მორიგი სიბრძნე შემოგვთავაზა ბატონმა გიგა ბედინეიშვილმა. ეს მორიგი ოპუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ბიძინა ივანიშვილს თურმე არ აწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში, რადგან მისი “ეკონომიკური ანაბეჭდი” შემცირდება სხვა ინვესტორებთან შედარებით ანუ გავლენები, რადგან კონკურენციას შეუქმნის, როგორც ეკონომიკურ აქტორსო.
ექსპერტთა ნაწილის ორიგინალურობით გატაცება, რომ ხშირად კონსპიროლოგიაში გადადის, ამ მაგალითიდანაც კარგად მოჩანს, კი ამბობს არ მსურს კონსპიროლოგიაში ჩამეთვალოსო.
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მას ციკლურობა ახასიათებს და არაერთი ქვეყნის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, სადაც უცხოური კაპიტალის მაღალი შემოდინებების შემდეგ, რაც იგივე ირლანდიაში 80 % კი ყოფილა პუი-ის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, თანდათან შემცირებულა და სულაც უარყოფით მაჩვენებელში გადასულა, იმ პერიოდებში საწარმოთა კაპიტალში შემცირებული ინვესტიციების და მაღალი სავალო ვალდებულებების(სესხები და სავაჭრო კრედიტები) გასტუმრების გამო.
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მას ციკლურობა ახასიათებს და არაერთი ქვეყნის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, სადაც უცხოური კაპიტალის მაღალი შემოდინებების შემდეგ, რაც იგივე ირლანდიაში 80 % კი ყოფილა პუი-ის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, თანდათან შემცირებულა და სულაც უარყოფით მაჩვენებელში გადასულა, იმ პერიოდებში საწარმოთა კაპიტალში შემცირებული ინვესტიციების და მაღალი სავალო ვალდებულებების(სესხები და სავაჭრო კრედიტები) გასტუმრების გამო.
როდესაც საქართველოში ბოლო წლებში ინვესტიციების შემცირებაზე ხდება არასწორი აქცენტები, სწორედ ეს ფაქტორია გამოსაყოფი. ასე მაგალითად, საქართველოში 2023 წელს მე-3 კვარტალში საკმაოდ მაღალი და ბოლო წლებში სარეკორდო იყო ინვესტიციები კაპიტალში და რეინვესტირების ჯამური მაჩვენებელი 985 მლნ აშშ დოლარი(შესაბამისად 592 მლნ აშშ დოლარი და 393 მლნ აშშ დოლარი), თუმცა ჯამური მოცულობა ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა 316 მლნ აშშ დოლარამდე, იგივე პერიოდში 603 მლნ აშშ დოლარის სავაჭრო კრედიტების და სესხების გადახდის გამო.
თუ გასულ, 2024 წელს 1 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 194 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც ახლოსაა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგთან, უკვე მე-2 კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 574 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუ პოლიტიკური რისკების ზეგავლენაზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ 2024 წელი არანაკლებ პოლიტიკურად აქტიური იყო გაზაფხულზე და შემოდგომაზე მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების გამო.
არის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი. როდესაც ინვესტიციების შედარებით შემცირების ფონზე, ბოლო სამი წელია გვაქვს ორნიშნა ციფრთან ახლოს მყოფი მაღალი ეკონომიკური ზრდა, ეს პირდაპირ მიანიშნებს უცხოური მესაკუთრეობის ნაწილის ადგილობრივით ჩანაცვლებაზე, რაც ეკონომიკის მდგრადობისა და ფინანსური სტაბილურობის მიზნებისთვის უაღრესად სასარგებლოა. საქართველომ უკან მოიტოვა ის მყიფე მდგომარეობა, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადები განსაზღვრავდა ეკონომიკურ ზრდას, ისე როგორც ეს დაბალი განვითარების ეკონომიკების შემთხვევაში გვხვდება (მაგ. აფრიკაში).
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზით წელსაც მაღალი ზრდა გვექნება, როდესაც ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა 6% დან 7.3 % მდე გაზარდა." - წერს გიორგი ცუცქირიძე.