ინგლისის ბანკის პროგნოზით, ბრიტანეთს ისტორიაში ყველაზე ღრმა რეცესია ელის

ინგლისის ბანკის პროგნოზით, ბრიტანეთს ისტორიაში ყველაზე ღრმა რეცესია ელის

ინგლისის ბანკის პროგნოზით, კორონავირუსის პანდემია დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ღრმა რეცესიისკენ მიიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს.

სპეციალისტების მოლოდინით, თუ ბრიტანეთში შეზღუდვები ივნისში მოიხსნება, ეკონომიკა 14%-მდე შემცირდება და დრამატულად შეამცირებს სამუშაო ადგილების და მოსახლეობის შემოსავლის მოცულობას. უმუშევრობის დონე 8%-ით გაიზრდება, ინფლაცია კი 0.6%-ს შეადგენს.

საკრედიტო პოლიტიკის კომიტეტმა საპროცენტო განაკვეთი 0.1%-ის მაჩვენებელზე შეინარჩუნა. უფრო საიმედოა 2021 წლის პროგნოზი, რომლის მიხედვით ეკონომიკა 15%-ით გაიზრდება.