სურსათი არანორმალურად გაძვირდა, ინფლაცია შეუჩერებლად მატულობს

სურსათი არანორმალურად გაძვირდა, ინფლაცია შეუჩერებლად მატულობს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელმაც მეტად რთული ვითარება დაადასტურა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ბევრ საარსებო პროდუქტზე ფასები გაიზარდა და რაც მთავარია ეს ტემპი დაჩქარდა საგანგებო მდგომარების ფარგლებში.

ყველაზე მეტად საგანგაშოა ის, რომ ძვირდება სურსათი და მათ შორის ადგილობრივი პროდუქცია, როცა ამ დროს, პირიქით, ყველაფერი საგრძნობლად უნდა იაფდებოდეს. 2020 წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან შედარებით, ხილი - 45%-ით, რძის პროდუქტები - 23%-ით, ხორცპროდუქტები - 15%-ით, ხოლო პურპროდუქტები 8.4%-ით გაძვირდა.

„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

ამავე ანგარიშის თანახმად, წლიურ ინფლაციაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ფასები გაიზარდა 16.1 %-ით.

ანალიტიკოსების შეფასებით, სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მატება, ძირითადად, ლარის გაუფასურებამ და ინფლაციურმა მოლოდინმა განსაზღვრა, თუმცა გავლენა ასევე ჰქონდა საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების მიერ ექსპორტზე დაწესებულ შეზღუდვებსაც.

„ძირითადი ამხსნელი ფაქტორი ფასების ზრდის არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება. ამ წლის აპრილში წინა წლის აპრილთან შედარებით ლარი 18%-ით გაუფასურდა, პირველი 4 თვის განმავლობაში გვაქვს შედარებით მცირე 12%-იანი, მაგრამ მაინც გაუფასურება.

როგორც რძის, ისე ხილის კატეგორიაში საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული და მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებისა, მაინც გაძვირდა ეს პროდუქტი. იყო სხვა ფაქტორებიც, კერძოდ ის შეზღუდვები, რაც დაწესდა ექსპორტზე სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორების მიერ.

ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მიწოდების ჯაჭვში პრობლემები, გარკვეული შეფერხებები შეიქმნა გარკვეულ რეგონებში. მაგალითად ქვემო ქართლში, რომელიც ბოსტნეულის უმსხვილესი მწარმოებელია, ასევე სასოფლო სამეურნეო სამუშაოებიც შეფერხდა იგივე საშვების გაცემის საკითხის გამო.

აგრარული ბაზრების დახურვაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო. ხილისა და ბოსტენულის შეძენა ძირთადად ხდება აგრარულ ბაზრებზე, რომელიც ახლა დახურულია და ამ პროდუქტებმა გადაინაცვლა მარკეტებში, სადაც ფასები ბევრად მაღალია, ვიდრე აგრარულ ბაზრებში“, - განაცხადა ISET-ის უფროსმა მკვლევარმა სალომე გელაშვილმა.

ანალიტიკოს ირაკლი ყიფიანის აზრით კი, სასურსათო კალათაში შემავალმა პროდუქტმა ისედაც ორნიშნა ინფლაცია განიცადა და თუ ლარი მოკლევადიან პერიოდში არ დასტაბილურდა, პროდუქციის გაძვირება გაგრძელდება.

„ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ უცხოურ ვალუტასა და ფინანსურ რესურსებზე, რომელთა მოძიებასაც საქართველო შეძლებს, რომ ეს ფული ეკონომიკაში ჩაუშვას. პრინციპში, ამასაც კი არ ექნება დიდი ეფექტი, თუ არ მოიხსნა შეზღუდვების ფაზა.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ეკონომიკას თუ არ გავხსნით, ვერანაირი ღონისძიება ვერ დაიცავს მას შოკებისაგან. რეალურად, ლარის გაუფასურებამ ამ პერიოდში ახალი კურსი დაადგინა - 3.20. ეს ფასებში აუცილებლად ჰპოვებს ასახვას და კომპანიები თავის რისკს ფასში „დააზღვევენ“. ასე რომ, შეუძლებელია, ამ პირობებში არ იყოს ინფლაცია მაღალი. სასურსათო კალათა ახლაც ორნიშნა ინფლაციით არის რეალურად და ეს კიდევ მეტად დააწვება ისედაც ღარიბ მოსახლეობას“, - განაცხადა ყიფიანმა.

ხიროხიტო აი ერთი კვირის უკან რა იბჟუტურა გახარიამ რომელიც მანამდე ეკონომიკის მინისტრი იყო (ანუ წესით ეს საკითხი 100%-ით იცოდა):

„ჩვენი სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ფერმერობის მოთხოვნის სტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, არა მხოლოდ ჩვენი შინამეურნეობის მოთხოვნაზე, არამედ რომელსაც აგენერირებდა ტურიზმი და რომელიც დღეს არ არის“, - განაცხადა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გახარიამ.

მისი განმარტებით, შიდა მოთხოვნილების ექსპორტით ჩანაცვლება მოკლე პერიოდში უკიდურესად რთული იქნება. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, ფერმერების დახმარების სპეციალური ღონისძიებების ნუსხა უახლოეს მომავალში წარუდგინოს მთავრობას.

„ჩვენი შემდგომი ყურადღების და დახმარების ობიექტი იქნება, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. პირველი, როგორც მინიმუმ, ფასების რადიკალური ვარდნა იქნება მათ წარმოებულ პროდუქციაზე და საერთოდ გასაღებაც პრობლემა იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

_________________________

მესამე აბზაცში გარკვევით ამბობს - ფასები სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე დაეცემაო (ანუ ტურისტები რომ არ შემოვლენ და არ შეჭამენ პროდუქტებს, ბევრი პროდუქცია დარჩება გაუყიდავი და შესაბამისად ფასებიც დაეცემაო).

მაშინაც დავწერე და ახლაც ხაზს ვუსვამ (ეს სტატიაც და მაღაზიის ფასებიც ამაზე მეტყველებს) რომ ამ კაცმა არ იცის ეკონომიკის არაფერი, უბრალოდ აზრზეც არ არის რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის 70-80% იმპორტირებულია (და არა ექსპორტირებული, როგორც ამბობს) და არათუ თვითონ არ იცის ეს ამბავი, არამედ ისიც არ იცის ვის უნდა ჰკითხოს (სტატისტიკას მაინც).

დარწმუნებული ვარ ეს არ იცის არც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ან ერთმანეთთან ნაჩხუბრები არიან და არ ლაპარაკობენ.... სხვაგვარად წარმოუდგენელია .... ჩატარდა მთავრობის სხდომა, იქ ისაუბრეს მოსახლეობაზე (ჰა-ჰა-ჰა???), ეკონომიკურ მდგომარეობაზე (ვითომ მხოლოდ თავის მაღაზიებზე? ვერ დავიჯერებ) და სოფლის მეურნეობის მინისტრმა არ თქვა რა გვეშველება თუ უცხოეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტები არ შემოვიდა 70-80% დეფიციტი გვაქვს და ხალხი დაგვიწყდება მშიერიო?

ნუთუ მარტო ტურიზმის დეპარტამენტის უფროსმა ილაპარაკა?

ნუთუ ერთი ჩვეულებრივი ეკონომისტი თუ არა ბუღალტერი მაინც არ ჰყავთ სანათესაოში ჭკუა რომ ეკითხათ? ნუთუ ყველა მინისტრია?

არადა ზოგიერთებს რომ ჰკითხო გახარია კრიზისული მენეჯერიაო... თუ კრიზისული მენეჯერია ახლა უნდა ბრდღვნიდეს გახარია, ახლაა მაგისი დრო... ეეეჰ, ეგ კიდევ ექსპორტს და იმპორტს ვერ არჩევს ერთმანეთისგან.....

რას შვებით უშიშროებაში, წააკითხეთ ბიძინას ეს სტატიები თორემ ისე გამოწველიან მის მილიარდებს იქით გაგვიხდება შესანახი............ თუმცა, მოერევა კი ბიძინა ამ ნომენკლატურისტ-ბიუროკრატებს?

იცით თურმე როგორ ამზადებენ ე.წ. „ცოცხალს?“? ჩააგდებენ ქვაბში ცოცხალ თევზს და შემოდგამენ ნელ ცაცხლზე, თევზი ცივსისხლიანია და ვერ გრძნობს ტემპერატურის მატებას, ნელ ნელა ისე იხარშება, რომ ვერც გრძნობს.... ნუთუ ესენი შეძლებენ ბიძინას ასე ნელ-ნელა მოხარშვას? ჯერჯერობით ახერხებენ, ყოველ შემთხვევაში ათუხთუხებულ ქვაბში კი ჰყავთ, ცაცხლიც შენთებულია და დანარჩენი დროის საკითხია...

ისე კი მგონია, რომ უშიშროება არ გვყავს...
4 წლის უკან