ბოლო 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 112 ადამიანი დაინფიცირდა და ერთი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია დაავადებათა კონტროლის ნაციონალურ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯამში ბოლო მონაცემებით, COVID19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 2 619 შეადგინა. დაიღუპა 40 ადამიანი.
ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 16 მარტს გამოცხადდა და ძალაში 14 მაისამდეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.