ევროპის ქვეყნების უმეტესობა სასწავლო პროცესის განახლებისთვის ემზადება, თუმცა ექსპერტები ამას უარყოფითად აფასებენ, რადგან ბავშვების როლი ვირუსის გავრცელებაში ისეთივეა, როგორც -ზრდასრულების, - ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
„დანიასა და ნორვეგიაში სკოლები და საბავშვო ბაღენი უკვე გაიხსნა, შვეიცარიის ხელისუფლებამ 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ბებიებთან და ბაბუებთან ჩახუტების ნებართვა მისცა, თუმცა მეცნიერები რეგულაციების ამგვარ შემსუბუქებას არ მიესალმებიან“ - წერს გამოცემა.
მეცნიერთა რჩევები არ გაითვალისწინა არც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და განაცხადა, რომ 11 მაისიდან ქვეყანაში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები გაიხსნება.
გერმანიაში მომდევნო კვირაში დაუბრუნდებიან სკოლებს 11-12 წლის მოსწავლეები. აქ კლასები ორ ჯგუფად გაიყოფა, - ნაწილი სკოლიდან ჩაერთვება სასწავლო პროცესში, ნაწილი - სახლიდან.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყების უდიდეს ნაწილში აიკრძალა ფიზკულტურის გაკვეთილების ჩატარება, რადგან გუნდური თამაშები ვირუსის გავრცელების რისკს გაზრდის.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 3 365 220 მილიონი დაინფიცირდა, 1 069 801 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ინფექციას 237 720 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ადამიანი აშშ-ში (64 914) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა იტალია (28 236), მესამეზე კი - დიდი ბრიტანეთი (27 510).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.