აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის მოწინააღმდეგეს, ჯო ბაიდენს არაკომპეტენტური უწოდა.
„არ მჯერა იმ გამოკითხვების, რომელშიც ბაიდენი ლიდერობს. იმის მჯერა, რომ ამერიკელი ხალხი ჭკვიანია. არა მგონია, რომ ქვეყნის სათავეში არაკომპეტენტური ადამიანი დასვან. 30 წელია, რაც ჯო ბაიდენი არაკომპეტენტურია. ყველაფერი, რაც ოდესმე გაუკეთებია, ცუდი იყო. მისი საგარეო პოლიტიკა კატასტროფა იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება. ბერნი სანდერსის საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშვის შემდეგ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენი დაუპირისპირდება. „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს პარტიის ყრილობაზე აირჩევენ. ყრილობა ივლისის თვეში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო აგვისტოში გაიმართება.