ხმელთაშუა ზღვაში, იტალიასა და საბერძნეთს შორის, ნატოს ვერტმფრენი გაუჩინარდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
კანადურ ვერტმფრენთან კონტაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყდა. ამ დროს ვერტმფრენი ბერძნული კუნძულიდან, კეფალინიადან 90 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ მომხდარი უკვე დაადასტურა და განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ვერტმფრენი რეგიონში ნატოს სამეთვალყურეო ძალების შემადგენლობაში იყო. პატრულირებაში იტალიის, ბერძნული და თურქული აღჭურვილობაცაა ჩართული.