ჩინეთი ტურისტულ ზონებს ხსნის

ჩინეთი ტურისტულ ზონებს ხსნის

ჩინეთში ტურიტული ზონების ნაწილი 3-თვიანი დახურვის შემდეგ იხსნება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყანაში 5-დღიანი დღესასწაული 1 მაისს იწყება და სწორედ მაშინ გაიხსნება ტურისტული ზონები, მაგრამ ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება – წერს ადგილობრივი მედია.

ტურისტულ ადგილზე შესვლა მკაცრად გაკონტროლდება და დამთვალიერებლებს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევთ:

პირადობის დარეგისტრირება

ტემპერატურის კონტროლი

პირბადის ტარება

მათი ჯანმრთელობის შეფასება QR კოდით მოხდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აჩვენებს.

რამდენიმე ცხელი წერტილი შეზღუდვით იხსნება. თუ გასულ წლებში დღეში აქ 80 000-მდე ვიზიტორს შეეძლო შესვლა, დღეს ეს ციფრი 5 000-მდე ჩამოვიდა.