საფრანგეთში 98 წლის ექიმი კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად პაციენტებზე ზრუნვას განაგრძობს

საფრანგეთში 98 წლის ექიმი კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად პაციენტებზე ზრუნვას განაგრძობს

კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, საფრანგეთის უხუცესი ექიმი მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 98 წლის კრისტიან შენე მაღალი რისკის შემცველ გარემოში მუშაობს. კერძოდ, ის ყოველ კვირას მოხუცთა სახლებში დადის და იქ მცხოვრებლებს სამედიცინო დახმარებას უწევს. მისი თქმით, ასაკის მიუხედავად, მუშაობას იმიტომ აგრძელებს, რომ საფრანგეთში ოჯახის ექიმების დეფიციტია.