ინგრედიენტები
ფქვილი - 550 გ
თბილი რძე - 150 მლ
თბილი წყალი - 150 მლ
კვერცხი - 1 ცალი
საფუარი - 7 გ
გამაფხვიერებელი - 4 ს/კ
მარილი - 1 ჩ/კ
სხვა ინგრედიენტები:
გახეხილი ვაშლი - 300-400 გ
ლიმონის წვენი - 2 ჩ/კ
ნიგოზი - 120 გ
შაქარი - 150 გ
თაფლი - 100 გ
დარიჩინი - 0.5 გ
მომზადების წესები
შეურიეთ თბილი რძე და წყალი,დაუმატეთ კვერცხი და ადღვიბეთ. სხვა ჭურჭელში აურიეთ მშრალი ინგრედიენტები და დაუმატეთ რძის,წყლისა და კვერცხის მასა,რათა მოზილოთ ელასტიკური ცომი. ცომს გადააფარეთ სუფთა ტილო და 1 საათი თბილ ადგილას გააჩერეთ
ამასობაში,მოამზადეთ შიგთავსი: გახეხეთ ვაშლი და დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი და ლიმონის წვენი. ურიეთ და გააჩერეთ 10-15 წუთი. ამის შემდეგ ჩაჭყლიტეთ ვაშლი.
ნიგოზი მოხალეთ ,დაჭერით პატარა ნაჭრებად და შეურიეთ დარჩენილ შაქარს,დარიჩინსა და თაფლს.ეს მასა კი დაუმატეთ ვაშლს.
დაჭერით ცომი თანაბარ ნაჭრებად,მოათავსეთ თითოეულში შიგთავსი და მიეცით სურათზე მოცემული ფორმა.
მოათავსეთ ფუნთუშები საცხობ ფორმაზე და გააჩერეთ 20 წუთი,რათა ამოვიდეს.
გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.