ხაჭოს ,,ზებრა

ხაჭოს ,,ზებრა"

ინგრედიენტები

კვერცხი - 4 ცალი

შაქარი - 1.5 ჩ/ჭ

ხაჭო - 100 გ

არაჟანი - 100 გ

მაწონი - 1 ჩ/ჭ

სოდა ძმრით - 1 ჩ/ჭ

მარგარინი - 250 გ

ვანილი - 1 ცალი

ფქვილი

კაკაო - 2 ს/კ

მომზადების წესები

კვერცხისა და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი,დაუმატეთ  ხაჭო,  არაჟანი და  მაწონი.

დავუმატოთ სოდა ძმრით, მარგარინი, ვანილი და ფქვილი იმდენი, რომ არაჟნის სისქის იყოს.

გავყოთ ორ ნაწილად, ერთ-ერთს კი  დავუმატოთ  კაკაო, ერთმანეთის მონაცვლეობით მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში.

გამოსაცხობად თბილ ღუმელში შევდგათ 180 გრადუსზე, 35-40 წუთით.