ინგრედიენტები
გაყინული მაყვალი - გემოვნებით
შაქარი - 170 გ
კვერცხი - 3 ცალი
ვანილი - 1 ცალი
ფქვილი - 150 გ
კარაქი ან მარგარინი - 170 გ
გამაფხვიერებელი - გემოვნებით
მომზადების წესები
ადღვიბეთ მარგარინი ( ან კარაქი ) შაქართან და კვერცხის გულებთან ერთად.
ცალკე ადღვიბეთ კვერცხის ცილა, სანამ არ გათეთრდება. ორივე მასა აურიეთ ერთმანეთში , შემდგომ კი დაუმატეთ ფქვილი,გამაფხვიერებელი და ვანილი. მოათავსეთ მასა საცხობ ფორმაში და ზემოდან დაალაგეთ მაყვალი, თქვენი გემოვნებით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.
როცა გამოცხვება, მოაყარეთ შაქრის პუდრა.