ავსტრიაში იზოლაციის რეჟიმი 1 მაისიდან მოიხსნება

ავსტრიაში იზოლაციის რეჟიმი 1 მაისიდან მოიხსნება

ავსტრიაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული იზოლაციის რეჟიმი მაისის დასაწყისიდან მოიხნება. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა რუდოლფ ანშობერმა განაცხადა.

კერძოდ, 1 მაისიდან მოქალაქეებს გარეთ გასვლის და ჯგუფურად შეკრების საშუალება ექნება. თუმცა თავშეყრა 10-ზე მეტ ადამიანზე არ ვრცელდება. ამასთან, მოსახლეობამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 1-მეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვას.

ასევე მაისში ეტაპობრივად განახლდება სასწავლო პროცესი, მაისის შუა რიცხვებში კი რესტორნები, ბარები, სავაჭრო ცენტრები, სილამაზის სალონები და სასტუმროები გაიხსნება.

ავსტრიაში იზოლაციის რეჟიმი 16 მარტიდან მოქმედებს. ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსს 549 ადამიანი ემსხვერპლა, 15 274 კი დაინფიცირდა.