„გოგა ხაჩიძემ თავის ველოსიპედს მიხედოს“

„გოგა ხაჩიძემ თავის ველოსიპედს მიხედოს“

"სუტენიორობასთან“ დაკავშირებით ნუკრი ქანთარიას მიერ გაკეთებული განცხადება დეპუტატებს შორის დაპირისპირების საფუძველი გახდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდა, „პოლიტიკურ სუტენიორობას“ შეეშვას, საკუთარ რიგებში მოახდინოს ამნისტია და გაათავისუფლოს „ხალხი, რომლებიც ვალდებულებით ჰყავთ დაჭერილები“.

„იქნებ, თქვენს რიგებშიც გამოაცხადოთ ამნისტია და ზოგიერთი ადამიანი თქვენი რიგებიდან გაუშვათ. უმცირესობაში არის ორი გოგო, ჯერ კიდევ ნათელთვალებიანი, და უმჯობესია, პოლიტიკურ სუტენიორობას თავი დაანებოთ და ეს ადამიანები გაათავისუფლოთ“, - მიმართა უმცირესობას ქანთარიამ.

სავარაუდოდ, ქანთარიამ ამ „ორ გოგოში“, თამარ ბოკუჩავა და მარიამ საჯაია იგულისხმა.

ნუკრი ქანთარიას ასეთი რეპლიკა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. ქანთარია აცხადებდა, რომ ამნისტიას საზოგადოების დიდი ნაწილი სულმოუთქმელად ელოდებოდა.

ცხადია, ნუკრი ქანთარიას გამონათქვამს დადარაჯებული უმცირესობის აღშფოთება მოჰყვა და საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შესვენებაზე, როდესაც მედიის წარმომადგენლები დარბაზში არ იმყოფებოდნენ, უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. იყო შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც. აღნიშნული ინციდენტი უმცირესობის დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ მობილური ტელეფონით გადაიღო და სოციალური ქსელით გაავრცელა.

„ბატონო ნუკრი ქანთარია! თქვენ, სულით ბინძური კაცი ხართ!“ – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ საკუთარ კოლეგას  სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გოგა ხაჩიძის მიმართვას ნუკრი ქანთარიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხაჩიძე ახლა ისეთ რთულ დღეშია, რომ მთელი სამყარო ასეთნაირად ეჩვენება.

„არ ვიცი, რატომ მომმართავს ასეთი სიტყვებით. ამათ თუ ავყევი, სად წავალთ. უფრო სერიოზული საქმეებით ვარ დაკავებული“, - აღნიშნა ქანთარიამ.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა „გოგონების შეურაცხყოფის გამო“ ნუკრი ქანთარიას „უღირსი ნაძირალა“ უწოდა, ჩიორა თაქთაქიშვილმა კი ნუკრი ქანთარიას გამოსვლას შეურაცხმყოფელად აღიქვა და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ამ სამარცხვინო ფაქტის შეფასება მოსთხოვა.

„მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, გთხოვთ, რომ დაგმოთ მსგავსი საქციელი. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს თქვენი გუნდის მორალურ ღირებულებებზე, თუკი თქვენ ამას არ გააკეთებთ“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მანვე დავით უსუფაშვილს შეახსენა, რომ მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობაა, დაიცვას არა საკუთარი გუნდის წევრის, არამედ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სტატუსი.

თავის მხრივ, ნუკრი ქანთარიას ნათქვამს უმრავლესობაც გამოეხმაურა. კობა დავითაშვილმა კოლეგას კორექტულობისკენ მოუწოდა.

„თქვენი გამონათქვამი არ იყო კორექტული და ბატონო ნუკრი, ძალიან მწყინს, რომ ამის თქმა მიწევს. ვიყოთ კორექტულები ერთმანეთის მიმართ და არ შევლახოთ ადამიანის ღირსება“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

საპარლამენტო ინციდენტი კი იმით ამოიწურა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში მომხდარი გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა. მისი ბოდიში ყველა კოლეგას შეეხებოდა იმის გამო, რომ აღნიშნული ინციდენტი პარლამენტში მოხდა და დროზე ვერ იქნა ზომები მიღებული.

„უმრავლესობის წარმომადგენლებმა გადმომცეს თავიანთი შეშფოთება და პოზიცია იმის თაობაზე, რომ მსგავსი ქმედებები და გამოთქმები არ შეესაბამება საპარლამენტო პრაქტიკას და ჩვენ როგორმე უნდა მოვახერხოთ თავიდან ავიცილოთ ასეთი ამბები და ეს პოზიცია უმრავლესობის საერთო პოზიციაა. მე უმცირესობასთანაც მქონდა საუბარი და გვაქვს ურთიერთგაგება იმისა, რომ ეს ინციდენტი ამოწურულად ჩავთვალოთ. ამასობაში ყველას მოგიწოდებთ, როგორმე მოვახერხოთ საკუთარი სათქმელის გამოხატვა მწვავედაც, ემოციურადაც, მაგრამ ისე, რომ არ გავაჩინოთ განცდა, რომ არ ვუფრთხილდებით ადამიანის ელემენტარულ ადამიანურ ღირსებას“, - აღნიშნა უსუფაშვილმა და კოლეგებს შეახსენა, გაითვალისწინონ, რომ, მართალია, პარლამენტში ისინი არიან ინდივიდები, მაგრამ ისინი წარმოადგენენ პოლიტიკურ გუნდებს და პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე.
ინციდენტის შესახებ For.ge ნუკრი ქანთარიას ესაუბრა.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ტერმინი პოლიტიკურ სუტენიორობა რატომ ახსენეთ?

- „პოლიტიკურ სუტენიორობის“ მიღმა ვიგულისხმე ის, რომ ნაციონალებთან ცალკეული ადამიანები ვალდებულებით არიან დაკავშირებულნი. ამიტომ მოვუწოდე, თქვენც გამოაცხადეთ ამნისტია-მეთქი, მერე ეს უბრალოდ, სპეკუალციის საგნად აქციეს. არადა, სხვა არაფერი მითქვამს. ამაზე არ ღირს ყურადღების გამახვილება. ეს ჩვეულებრივი ნათქვამი იყო, შემდეგ ვნახე კადრები და დღესაც ვამბობ, რომ მენანება ზოგიერთი ახალგაზრდა, რომელიც, წესით, უნდა სწავლობდეს და ამ დროს კი მათ ბერკეტებსა და მარწუხებშია მოქცეული.

ახალგაზრდებში კუჩავა და საჯაია იგულისხმეთ?

- ნუ, ორი გოგო ვახსენე, და ვინც მიიღო საკუთარ თავზე, არ ვიცი. ახალგაზრდები ვიგულისხმე.

დავით უსუფაშვილმა ამის გამო ბოდიშ მოიხადა, თქვენ რას ფიქრბთ ამის თაბაზე და ხომ არ თვლით, რომ შეიძებდა, სხვაგვარად გეთქვათ სათქმელ?

- არ ვიცი, მე მგონი, „პოლიტიკური სანაგვე“, „პოლიტიკური პროსტიტუცია“ - არსებობს ეს ტერმინები. უფრო მეტიც, პოლიტიკაში მიღებულია აღნიშნული ტერმინები. ამიტომ არა მგონია, ეს შეურაცმხყოფელი ყოფილიყო. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური ერთგვარი სარკაზმი.

ანუ, პირდაპირი გებით არ გითქვამთ?

- რა თქმა უნდა, ეს ცუდი გაგებით არ მითქვამს და ნაციონალი ქალბატონების ღირსებას არ შევხებივარ. რაც ვთქვი, ვთქვი მხოლოდ პატივისცემით ახალგაზრდების მიმართ.

ობა დავთაშვილის ნათქვამს როგ შეაფასებთ, რომელმაც კორექტულობისკენ მოგდათ? ფიქრბთ, მათ ვერ გაიგეს თქვენი ნათქვამი და მისი ინტერპრეტირება მოხდა?

- მე მგონი, ვერ გაიგეს, რადგან ნახევარი ვერც უსმენდა და მერე გადართეს, მე მგონი, ბატონმა კობამაც ვერ გაიგო ზუსტად.

მართალია, საუბრის დასაწყისში შეეცადეთ განგემარტათ თქვენი ნათქვამი, მაგრამ კონკრეტულად მაინც რა იგულსხმეთ პოლიტიკურ ტენიორობაში?
- რა ვიცი, მე მგონი, მარწუხები, როდესაც ახალგაზრდა ხალხი დაჭერილი ჰყავთ რაღაც ვალდებულებებით, ნაციონალურ მოძრაობაში მათ უწამლავენ გონებას და მომავალს უკარგავენ.

გა ხაჩიძემ თქვენი გამონათქვამის შემდეგ სულ ბინძური ადამიანი გიწოდათ. რას უპასუხებთ მას?

- მიხედოს თავის ველოსიპედს.

როგ ფიქრბთ, მაინცდამაინც გოგა ხაჩძე მსგავს შემთხვევებში რატომ აქტიურობს?

- ეტყობა, მისთვის სამყარო ასეთია და ეს არც არის გასაკვირი.