ინგრედიენტები
ნადუღი - 200 გ
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 100 გ
ფქვილი - 100 გ
გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ
ვანილი
შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი კარგად ავურიოთ ერთგვაროვნებამდე.
შეიძლება ავთქვიფოთ ბლენდერითაც.
გავაცხელოთ ტაფა და გავადნოთ კარაქი, დავდოთ თითო სუფრის კოვზი მასა და შევწვათ ორივე მხრიდან.
მზა მაჭკატებს მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრი.