პომიდორი კვერცხით

პომიდორი კვერცხით

ინგრედიენტები

პომიდორი - 4 ცალი

კვერცხი - 4 ცალი

მარილი და შავი წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესები

ავიღოთ მრგვალი ფორმის პომიდორი, გავრეცხოთ, მოვაჭრათ ზედაპირი ყუნწის მხრიდან, გამოვაცალოთ შიგთავსი და ჩავასხათ კვერცხი მთელად. მოვაყაროთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით და შევდგათ 180 გრადუსსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით.

სუფრასთან მისატანად შეგვიძლია მოვრთოთ წვრილად დაჭრილი მწვანილებით.