ახლა შეზღუდვების შერბილების დრო არ არის, ვირუსის მეორე ტალღა თავიდან უნდა ავიცილოთ, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ბორის ჯონსონი დაუნინგ სტრიტზე დაბრუნდა.
ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ბევრი ხალხი ფიქრობს, რომ შესაძლოა ახლა მიღებული ზომების შერბილების დროა, თუმცა ამ ეტაპზე მთავარია ეპიდემიის მეორე ტალღის თავიდან აცილება.
„უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე ტალღის რისკი არსებობს. არსებობს იმის რისკი, რომ დავკარგავთ სიტუაციაზე კონტროლს, რაც სიკვდილიანობისა და ინფიცირების ახალ ტალღას გამოიწვევს. ამას კი შედეგად ეკონომიკური კატასტროფა მოჰყვება“, - განაცხადა მან.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მოუწოდა, მოთმინება გამოიჩინონ და განაგრძონ დაწესებული შეზღუდვების შესრულება.
ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 154 037 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 20 795 ადამიანი გარდაიცვალა.