ინგრედიენტები
სახამებელი - 1 ჩ.კ
კარაქი - 100 გ
რძე - 1 ლ
შაქარი - 2 ჭიქა
კვერცხის გული - 5
ვანილი - 2 პაკეტი (ან 1 ჩხირი)
მომზადების წესები
კარაქი ჩავუშვათ ცხელ რძეში, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. სხვა ჭურჭელში შევურიოთ ერთმანეთს კვერცხის გულები, სახამებელი და შაქარი. ეს მასა ცხელ რძეში წვრილ ზოლად ჩავასხათ, თან გამუდმებით ვურიოთ. გავაგრძელოთ ხარშვა, სანამ არ შესქელდება. არ უნდა ადუღდეს და თან გამუდმებით უნდა ვურიოთ. (ძალიან დაბალ ცეცხლზე, გამუდმებული მორევით, ამას ადვილად მოახერხებთ. მასა კეფირივით ბლანტი რომ გახდება - მზადაა)
გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჭურჭელი ცივ, ყინულოვან წყალში ჩავდგათ, თან ვურიოთ რომ სწრაფად გაცივდეს. დავამატოთ ვანილი. შემდეგ გავანაწილოთ ფორმებში და გავყინოთ. შეგვიძლია ერთ დიდ ჭურჭელში გავყინოთ მთლიანად.