იდეალურად თხელი ბლინები რძით, გამაფხვიერებლის გარეშე

იდეალურად თხელი ბლინები რძით, გამაფხვიერებლის გარეშე

ინგრედიენტები

ფქვილი - 280 გ

კვერცხი - 4 ც

რძე - 500 მლ

შაქარი - 3-4 სკ

ზეთი - 3 სკ

ცხელი წყალი - 500 მლ

ვანილი

მომზადების წესები

კვერცხი, შაქარი და ზეთი ათქვიფეთ. დაუმატეთ რძე და გააგრძელეთ თქვეფა.ეტაპობრივად დაუმატეთ ფქვილი, ბოლოს კი ცხელი წყალი შეათქვიფეთ.

ტაფას წაუსვით ცხიმი და მოათავსეთ ბლინი. გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.