ძველებური

ძველებური "შოკმანჟე"- დესერტი ნაყინის მაგიერ

ინგრედიენტები

კვერცხი - 5 ცალი

შაქარი - 100 გრ

კარაქი - 100 გრ

შავი შოკოლადი - 1 ფილა

კაკაო - 3 სკ

კონიაკი - 2 სკ

თხილი ან ნიგოზი - 200 გრ

მომზადების წესები

გავადნოთ  შოკოლადი  კარაქთან  ერთად, ჩავუმატოთ  კონიაკი  და  წამოდუღებისთანავე გამოვრთოთ.

5 კვერცხის  ცილა  ავთქვიფოთ  სანამ  ღრუბელივით  მასას  არ მივიღებთ,  ნელ-ნელა  ჩავაყაროთ  50  გრ  შაქარი.

5 კვერცხის  გული  ამოვიყვანოთ  კარგად  50  გრ  შაქართან  ერთად, ჩავაყაროთ  კაკაო.  შევურიოთ  გამდნარ  შოკოლადს, შემდეგ  კი ამოყვანილ  კვერცხის  ცილას.

გაანაწილეთ  ჭიქებში,  მოაყარეთ  თავზე  დაჭრილი  თხილი  ან  ნიგოზი  და  შედგით  საყინულეში.