სწრაფად მოსამზადებელი ღვეზელები კომბოსტოს შიგთავსით

სწრაფად მოსამზადებელი ღვეზელები კომბოსტოს შიგთავსით

ინგრედიენტები

არაჟანი 20% - 180 გ

კვერცხი - 1 ც

ზეთი - 2 სკ

შაქარი - 1 სკ

სოდა 1/2 სკ

მარილი - გემოვნებით

ფქვილი - 320-350გ

მოთუშული კომბოსტო - 500 გ

მომზადების წესები

არაჟანი, კვერცხი, შაქარი და მარილი შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ სოდა, ფქვილი და მოზილეთ ცომი.

ცომისგან 16 პატარა გუნდა გააკეთეთ, გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და ვარენიკის ფორმად შეკარით.

ღვეზელების მომზადების ორი გზა არსებობს:

ღვეზელები გადაიტანეთ ცეცხლგამძლე ფორმაზე, ცენტრში 4სმ სიგრძეზე ჩაჭერით, თავზე თხელ ფენად გადაუსვით არაჟანი და 180 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

ღვეზელები ცხიმში შეწვით ტაფაზე ორივე მხრიდან, სანამ კარგად არ დაიბრაწება.