ინგრედიენტები
ბანანი - 1 ცალი
მარწყვი, ცოცხალი ან გაყინული - 1 ჭიქა
გაყინული მაყვალი ან ჟოლო - 1 ჭიქა
რძე 2,5% - 1 ჭიქა
მაწონი 3,5% - 1/2 ჭიქა
მომზადების წესები
სმუზის ორი დიდი უპირატესობა აქვს: ჯანსაღია და მარტივად მზადდება. ინგრედიენტებიც ჩვენი გემოვნებით შეგვიძლია შევარჩიოთ. ამჯერად ბანანისა და კენკრის სმუზის რეცეპტს გთავაზობთ.
ყველა ინგრედიენტი ბლენდერში მოათავსეთ და გათქვიფეთ. კონსისტენცია რძით აკონტროლეთ. თუკი თხელი სმუზის მიღება გსურთ, მეტი რძე ან მაწონი დაუმატეთ.