რუსეთში „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 50 ათასს გადასცდა.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსით უკვე 52 763 ადამიანია დაინფიცირებული. ბოლო 24 საათში კი, ვირუსის 5 642 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით დაღუპულია 51, ხოლო გამოჯანმრთელდა 427 ადამიანი.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ით 456 ადამიანი დაიღუპა, 3 873 კი გამოჯანმრთელდა.