ისრაელის გარდამავალი მთავრობის მეთაური ბენიამინ ნეთანიაჰუ და კნესეტი სპიკერი ბენი განცი მთავრობის შექმნაზე ისევ ვერ შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა ამოწურეს დამატებითი 48-საათიანი ვადა, რომელიც მათ ამისთვის ქვეყნის პრეზიდენტმა, რეუვენ რივლინმა მისცა. როგორც რივლინმა მანამდე განაცხადა, განცის და ნეთანიაჰუს წარუმატებლობის შემთხვევაში ის მთავრობის ფორმირების მანდატს პარლამენტს გადასცემს. 3 კვირაში კნესეტმა პრეზიდენტს ხმათა უმრავლესობით არჩეული კანდიდატი უნდა წარუდგინოს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებისთვის 14 დღეს მიიღებს.
თუ ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა, 90 დღეში ისრაელში 2019 წლის აპრილიდან უკვე მეოთხე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ბოლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა. ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდს“ პარლამენტში 31 ადგილი ერგო, ნეთანიაჰუს მთავარი ოპონენტის, გენშტაბის ყოფილი უფროსის, ბენი განცის პარტიას „ლურჯი და თეთრი“ კი - 33. მესამეზე ადგილზე გასულ „არაბთა გაერთიანებულ სიას“ 13 მანდატი ხვდა წილად. ვერც ერთმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ მთავრობის ფორმირების შესახებ კონსულტაციები ქვეყნის პრეზიდენტმა დაიწყო.