ლუბლიანას ქუჩის N11-ში სკვერი სრულად ახლდება

ლუბლიანას ქუჩის N11-ში სკვერი სრულად ახლდება

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ლუბლიანას ქუჩის N11-ის მეორე და მესამე კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება.

ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, განათების სისტემა, საბავშვო სივრცე. დაიდგმება საპარკო ინვენტარი. ასევე, განახლდება არსებული ტრენაჟორების სივრცე.

სამუშაოების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი.

მოსასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია დამატებით სამ მისამართზე, სამტრედიის ქუჩის N2-ში, წერეთლის გამზირის N55-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის 39-ე კორპუსთან მიმდინარეობს,
მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა, თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.