სამხრეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

სამხრეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

კორონავირუსის პანდემიის დროს სამხრეთ კორეაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, პრეზიდენტ მუნ ჯაეს „დემოკრატიულმა“ პარტიამ ეროვნული ასამბლეის 300 ადგილიდან სავარაუდოდ 163 მოიპოვა. კიდევ 17 მანდატი მის მოკავშირე „პლატფორმის პარტიას“ ხვდა წილად, შესაბამისად, მმართველ გუნდს ასამბლეაში 180 წარმომადგენელი ეყოლება. მემარცხენე „დემოკრატიული პარტიის“ მთავარმა კონკურენტმა, კონსერვატიულმა „მომავლის გაერთიანებულმა პარტიამ“ 103 მანდატი მოიპოვა.

სამხრეთ კორეა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის ფონზე მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა.