„კმაყოფილი მშიერი თქვენ გინახავთ? მთავარია, ადამიანები არ დაიმშნენ, ეს უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა“

„კმაყოფილი მშიერი თქვენ გინახავთ? მთავარია, ადამიანები არ დაიმშნენ, ეს უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა“

რა მოხდება კრიზისის გადავლის შემდეგ და ვინ დარჩება ხელისუფლების ნამოქმედარით კმაყოფილი?! დღევანდელ ვითარებაში ეს კითხვა დაახლოებით ჰამლეტისეულ „ყოფნა-არყოფნას“ გაუტოლდა. ადამიანების უმეტესობის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, როგორ უხარვეზოდაც არ უნდა გადალახოს ხელისუფლებამ კრიზისი, მაინც გაჩნდება უკმაყოფილება მმართველი გუნდის მიმართ. მით უმეტეს, დღევანდელ ვითარებაში, როცა სახლში გამოკეტილმა ხალხმა აღარ იცის, აგრესია ვისკენ მიმართოს.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ხელისუფლებას არ უნდა შეექმნას ილუზია, თითქოს ადამიანები მის მიმართ ლოიალურნი არიან და ეს გრძელვადიანად გაგრძელდება. გია ხუხაშვილის აზრით, ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ სიკვდილის შიში მას ლოიალურს ხდის ხელისუფლების მიმართ, რომელზეც ის დამოკიდებულია, მაგრამ, როგორც კი სიკვდილის შიში უკანა ხაზზე გადადის და წინ მოდის შიმშილის შიში, ადამიანი აგრესიული ხდება. ამდენად, თუ პოსტ კორონა პერიოდში ხელისუფლება არ იქნება ეფექტური ეკონომიკური და სოციალური რისკების დასაზღვევად, ზუსტად ორ კვირაში ყველას დაავიწყდება ლოიალობა და ჩახუტება.

ჩვენ დავინტერესდით, საითკენ უნდა მიმართოს ხელისუფლებამ სტრესული სიტუაციით დამძიმებული ხალხის განწყობა და რა პრიორიტერტები უნდა დაუსახოს მოსახლეობას ეპიდემიის გადავლის შემდეგ?

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის აზრით, როდესაც გარდარჩენის ბიოლოგიური ინსტინქტი საფრთხეშია, ყველა სხვა განწყობა უკან იხევს. აქედან გამომდინარე, მთავარია, ადამიანები არ დადგნენ ბიოლოგიური გადარჩენის საფრთხის წინაშე. ამაში გადამწყვეტი როლი ეკისრება ხელისუფლებას, მის ეფექტურ მუშაობას, ასევე, ერთმანეთის მიმართ სოლიდარობას.

„თუ მოშივდათ ადამიანებს, კორონას გადავლის შემდეგ, ცხადია, განწყობა უარყოფითისკენ შეიცვლება. კმაყოფილი მშიერი თქვენ გინახავთ? რა მნიშვნელობა აქვს, ვის მიმართ იქნებიან აგრესიულნი? მთავარია, ადამიანები არ დაიმშნენ, ეს უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა. დღეს რაც კეთდება, კარგია, მაგრამ სახელმწიფო ორგანოებმა უნდა იმუშაონ მაქსიმალურად ეფექტურად, რომ მშიერი არავინ დარჩეს და არ მივიღოთ პარაზიტარიზმი და საერთო გაჭირვებიდან კერძო ინტერესის მიღების სურვილი. სამწუხაროდ, ამისგან დაზღვეულნი არ ვართ, ამაში უშიშროებაც უნდა იყოს ჩართული, შს სამინისტროც და თითოეული ადამიანიც“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ადამიანი, მით უმეტეს, ქართველი არ არის ისეთი, თეთრი და შავი ვერ გაარჩიოს. თუ ადამიანმა მთავრობის მოქმედება ეფექტურად მიიჩნია, ხელისუფლების მიმართ აგრესიულად რატომ უნდა განეწყოს, ამოჩემებული ხომ არ ჰყავს მთავრობა?

„არაადეკვატური ხალხი ბევრია ჩვენს ოპოზიციაში, გიჟების მეტი რა არის? გახარიამ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც გამოვა სააკაშვილი და ცუდს იტყვის, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, ხალხი მას არ აჰყვება. ზოგადად, აგრესია ხალხში შეიძლება გაიზარდოს, რადგან ასეთი მდგომარეობა სტრესულია, ეს ფსიქოლოგიური სტრესია. ამიტომ, თუ ხალხს აგრესია ექნება, მთავრობამ უნდა მოახერხოს და ეს აგრესია საქმისთვის გამოიყენოს, საქმიანი გახადოს და საქმეში დახარჯოს ხალხის ენერგია. მობილიზებულნი უნდა შევხვდეთ პოსტპანდემიის პერიოდს და, რამდენადაც შესაძლებელია, ყველამ უნდა ზიდოს ის ტვირთი, რისი ზიდვაც შეუძლია. ვითარება რადიკალურად შეცვლილია, ადრე სულ უფლებების პრიმატზე იყო საუბარი, ახლა სხვა დროა და ვალდებულებების ომში მთავარია შენი მოვალეობის შესრულება, წინა პლანზე უკვე ვალდებულებები მოდის და უკვე აღარ გცალია აგრესიისთვის, ერთმანეთის მიმართ პრეტენზიისთვის“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ამასთან, ანალიტიკოსი აკონკრეტებს, რომ ეს აგრესია შეიძლება მიმართონ სოფლად ხალხის დასაქმებაზე, უნდა მობილიზდეს, „დაიქოქოს“ ქვეყანა, ხელები არ უნდა ჩამოვყაროთ და დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდეთ. საქმით უნდა დაკავდეს ყველა და ეს მთავრობის უნარზე დიდწილად არის დამოკიდებული. თუმცა მარტო მთავრობაც ვერაფერს გააკეთებს, თუ ხალხი არ აჰყვება ამაში.

 

Goliaff ვაი ანალიტიკოსებო! მთავრობამ ეფექტურად უნდა იმუშავოს - რას გულისხმობთ იქნებ ესეც განმარტოთ?! რაც თვითონ არ იცით სხვას ასწავლით. ვერც ეს და ვერ სხვა მთავრობა ვერაფერს გახდება თუ ეპოდემიის მასშტაბები გაიზრდება. სისტემა არის უნიათო, 10-ეული წლეები ჯერ რაც შემოგვრჩა იმას ვანადგურებდით, მერე სასტუმროებს და კაზინოებს ვაშენებდით, ეხლა აღმოჩნდა რომ გრიპის ვირუსისგან არ შეგვიძლია თავის დაცვა. საავადმყოფოებში მცირე რაოდენობის სუნთქვის აპარატებია, ესეც ჯანდაცვის რეფორმის მიღწევაა. როდესაც იმფიცურებულთა რაოდენობა გადააჭარბებს სტაციონარების საერთო რაოდენობას რომელი მთავრობა იქნება ეფექტური რომ ეს პრობლემა გადაჭრას?! მიზანმიმართულად ნადგურდებოდა ეპიდემიოლოგია, საავადმყოფოები, ხარისხი უვარესდებოდა სამედიცინო განათლების. ხელისუფლება ყველაფერს არაფრის შემქმნელ ინვესტიციების უგდებდა ხელში და აი შედეგიც. მაგრამ მარტო საქართველო არ არის ასეთ მდგომარეობაში, ყველა ქვეყანა სადაც საამებელი საბაზრო ეკონომიკა მძვინვარებდა ბოლო 10 წლეულებია.
4 წლის უკან
Goliaff ლიბერასტ - პედ.... სად არიან რატომ არ მუშაობს სახელმწიფოს არ ჩარევის მათი კონცეფცია? რატომ ვერ გაშალა ატლანტმა მხრები? მიუშვით წინახაზზე რადიო თავისუფლება და სხვა გრანტიჭამიები ხელოსუფლებაში და გარეთ, წესით მათ უნდა ჰქონდეთ ამ პრობლემების რეცეპტი.
4 წლის უკან